“მიზანი ჯგუფიდან გასვლაა“ - ტენ ჰაგი გალათასარაისთან მატჩის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „გალათასარაის“ უმასპინძლა და 2:0 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა ერიკ ტენ ჰაგმა კომენტარი გააკეთა.
რა თქვა ტენ ჰაგმა?
„მატჩს ორჯერ ვაკონტროლებდით. იყო მომენტები, როცა ყველაფერს ვაკონტროლებდით და შემდეგ ჩვენს თავს ზიანი მივაყენეთ ორი გოლის გაშვებით. რიგ ეპიზოდებში თავი უკეთესად უნდა დაგვეცვა. ძალიან იმედგაცრუებული ვარ. ჩემპიონთა ლიგაზე გოლები მარტივად არ გადის და ჩვენ ძალიან მარტივად გავუშვით.
ეს ყველაფერი დაკავშირებულია ბურთის კონტროლთან და შენარჩუნებასთან. ეს ასპექტიც უნდა გამოვასწოროთ. რასმუს ჰოილუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. მან ორი გოლი გაიტანა. მეორე განსაკუთრებით კარგი იყო. მან ბევრი რამ საკუთარ თავზე აიღო. სიტუაცია საკმაოდ ნათელია. ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა.“
შეგახსენებთ, რომ ამ წაგების შემდეგ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ სატურნირო ცხრილში 0 ქულა აქვს და ბოლო ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, „წითელი ეშმაკები“ „კოპენჰაგენს“ უმასპინძლებენ.