ნეიმარის სადებიუტო გოლი - ალ ჰილალმა მაზანდარი დაამარცხა
აზიის ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ალ ჰილალი“ „მაზანდარანს“ ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. ეს მატჩი იმით იყო საინტერესო, რომ გულშემატკივრები ნეიმარის სადებიუტო გოლს ელოდებოდნენ და საბოლოოდ ასეც მოხდა.
სტუმართა მხრიდან ანგარიში მე-18 წუთზე მიტროვიჩმა გახსნა და პირველი ტაიმი „ალ ჰილალის“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მეორე ტაიმში, არაბებმა შეტევა გააძლიერეს და 58-ე წუთზე ნეიმარმა სადებიუტო გოლი გაიტანა. მატჩის საბოლოო შედეგი კი 93-ე წუთზე ალ შეჰირიმ დასვა.
ამ გამარჯვების შემდეგ, „ალ ჰილალი“ აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფს 4 ქულით ლიდერობს. შემდეგ ტურში, არაბული გუნდი „მუმბაი სიტის“ უმასპინძლებს.