დორტმუნდი, მილანი, სტეფანო პიოლი
Aa
Aa

“უმაღლესი ხარისხი გვჭირდება“ - პიოლი დორტმუნდთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „მილანი“ „დორტმუნდის ბორუსიას“ ესტუმრება. მატჩის წინ, „როსონერის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

პიოლი:

„ვცდილობთ მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ, რადგან ეს ჩემპიონთა ლიგაა და ყველა დეტალს მნიშვნელობა აქვს. გულშემატკივრების ფაქტორი საკმაოდ დიდია და ვიცი, რომ საოცარი გარემო დაგვხვდება. ამას ჩვენს სასიკეთოდ გამოვიყენებთ და მატჩზე უდიდეს კონცენტრაციას მოვახდენთ.

„ბორუსია დორტმუნდი“ ბუნდესლიგაში საკუთარ კედლებში 1 წელია არ დამარცხებულა, ხოლო ჩემპიონთა ლიგა შინ ფაქტობრივად არ აგებს. აქედან გამომდინარე, კარგად ვიცით რა სირთულის წინაშე ვდგავართ. ყველაფერი მაღალ დონეზე უნდა შევასრულოთ. პირველი თამაში ვერ მოვიგეთ და ახლა გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია."

შეგახსენებთ, რომ პირველ ტურში „მილანმა“ „ნიუკასლს“ უმასპინძლა და მატჩი ფრედ 0:0 დასრულდა. „დორტმუნდმა“ კი „პარი სენ ჟერმენთან“ 2:0 წააგო.

„დორტმუნდისა“ და „მილანის“ მომავალი დაპირისპირება 4 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ზედიზედ მეორედ - რონალდუ საუდის არაბეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელია
ზედიზედ მეორედ - რონალდუ საუდის არაბეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელია