იბერია 1999, ტარიელ ხეჩიკაშვილი, გიორგი არაბიძე, ომარ თეთრაძე, ნიკოლა ნინკოვიჩი, უჩა სოსიაშვილი
Aa
Aa

არაბიძის დუბლი და ლამაზი გოლები - საბურთალო მძიმე კრიზისშია

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 28-ე ტურში ქუთაისის „ტორპედომ'' „რამაზ შენგელიაზე'' „საბურთალო'' 5:0 გაანადგურა. სტივ კინის გუნდის უპირატესობა დიდი იყო, „ტორპედომ’’ „საბურთალოს’’ აჯობა და დამსახურებული 3 ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია რომ 2:0-ზე „საბურთალოს'' ცენტრალურმა მცველმა გიორგი ჯგერენაიამ წითელი ბარათი მიიღო და „საბურთალო'' მატჩის ბოლომდე რიცხვობრიც უმცირესობაში იყო.

გოლები ლაშა შერგელაშვილმა, გიორგი ბუღრიძემ და ნიკოლა ნინკოვიჩმა შეაგდეს, გიორგი არაბიძემ დუბლი შეასრულა. განსაკუთრებით ლამაზი ლაშა შერგალაშვილის გოლი იყო, რომელმაც შორი მანძილიდან ულამაზესი დარტყმით ანგარიში გახსნა. ასევე, იტალიის სერია ა-ს ყოფილმა ფეხბურთელმა ნიკოლა ნინკოვიჩმა „ტორპედოსთვის'' სადებიუტო გოლი შეაგდო, ცვლილებაზე გამოვიდა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

 

რა ხდება „საბურთალოში''?

„საბურთალოდან’’ მთავარი მწვრთნელი ომარ თეთრაძე წავიდა, თუმცა არაფერი შეცვლილა, თბილისური კლუბი ამჯერად ქუთაისის „ტორპედოსთან’’ დამარცხდა. CrystalSport-ი წერდა, რომ თბილისურ კლუბში არაჯანსაღი გარემოა, რის შექმნასაც კლუბის დამფუძნებლის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ქმედებებმა ხელი შეუწყო, „სამგურალთან’’ მარცხის შემდეგ გასახდელში ჩავიდა და ფეხბურთელებს უთხრა, რომ მათი საფეხბურთო დონით, საფეხბურთო კლასით უკმაყოფილო იყო. გარდა ამისა, როცა გუნდი ზესტაფონიდან თბილისში ბრუნდებოდა, ხეჩიკაშვილმა უკანა გზაზე დაგეგმილი კვება გააუქმა და გუნდი თბილისში კვების გარეშე დაბრუნდა. გასათვალისწინებელია, რომ თითოეული მატჩი დიდი ენერგიის გაღებას მოითხოვს და შემდეგ ზესტაფონიდან თბილისში ავტობუსით ჩამოსვლას დაახლოებით 3 საათი სჭირდება.

საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი, რაც კლუბში არსებულ დაულაგებელ და არაჯანსაღ ვითარებას ხაზს უსვამს, „სამგურალთან'' მარცხის შემდეგ, როცა თეთრაძე გუნდიდან პირველად წავიდა, „საბურთალოს'' თეთრაძის ასისტენტი გუგა ნერგაძე ამზადებდა. ასევე, კლუბმა ნერგაძეს უთხრა, რომ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას შეასრულებდა, თეთრაძე უნდა შეეცვალა, თუმცა შემდეგ კლუბმა გადაწყვეტილება შეცვალა, შეთანხმება დაარღვია და თეთრაძე დააბრუნა. გამომდინარე იქიდან, რომ „საბურთალომ'' გადაწყვეტილება შეცვალა, ნერგაძემ გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა. კლუბის მენეჯმეტს გადადგმულ ნაბიჯებში დამაჯერებლობა აკლდა. ნერგაძე „საბურთალოდან'' „თელავთან'' მატჩის წინ წავიდა, მას შემდეგ რაც თეთრაძის დაბრუნება დადასტურდა. საბოლოოდ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თბილისის „დინამოსთან'' წაგებული თამაშის შემდეგ „რომას'' ყოფილი ფეხბურთელი კლუბს დაემშვიდობა.

„საბურთალომ'' ზედიზედ მე-4 მატჩი წააგო, ამ ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუტანია და 8 გოლი გაუშვა.

მასალაში გამოყენებულია „საბურთალოსა'' და „ტორპედოს'' პრესსამსახურის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოცნება, რეალთან მატჩი, ნაკრები და ნაპოლი | კვარა AS-ის გარეკანზე და ინტერვიუ ესპანურ გაზეთთან
ოცნება, რეალთან მატჩი, ნაკრები და ნაპოლი | კვარა AS-ის გარეკანზე და ინტერვიუ ესპანურ გაზეთთან