ბოატენგი: “ბარსაში მაიძულებდნენ მეთქვა, რომ მესი საუკეთესოა“
იყო დრო, როცა კევინ პრინც-ბოატენგი კატალონიის „ბარსელონას“ ღირსებას იცავდა. განელი ფეხბურთელი გამოცემა Cope-ს საინტერესო საკითხებზე ესაუბრა და განაცხადა, რომ მას აიძულებდნენ მესი საუკეთესოდ დაესახელებინა.
ბოატენგი:
„მახსოვს, როდესაც კატალონიაში ჩამოვედი მაშინვე მკითხეს, თუ ვინ იყო ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. ვთქვი, რომ ასეთი მესი იყო, მაგრამ მოვიტყუე. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი ტყუილი იყო.
როგორც წესი, არასდროს ვიტყუები, მაგრამ ეს ტყუილი „ბარსელონაში“ თამაშის ერთადერთი გზა იყო. მთელი ცხოვრება „რეალის“ გულშემატკივარი ვიყავი. კრიშტიანუ რონალდუ ძალიან მიყვარს, მაგრამ მითხრეს, რომ მესი უნდა მეთქვა. სხვა შემთხვევაში არ მათამაშებდნენ. მესი კაპიტანი იყო, მაგრამ გასახდელში ბევრს არასდროს საუბრობდა.“
შეგახსენებ, რომ ბოატენგი „ბარსელონას“ 2019 წელს შეუერთდა და კატალონიურ გრანდში მხოლოდ რამდენიმე თვე ითამაშა. ამ პერიოდის განმავლობაში განელმა ნახევარმცველმა „ბლაუგრანას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად მხოლოდ 4-ჯერ მოირგო.