ჯოსუა ტუისოვა
Aa
Aa

შვილის დაკრძალვას არ დაესწრება | ფიჯელი მორაგბის ტრაგედია და მსხვერპლი

ფიჯის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯოსუა ტუისოვამ უდიდესი მსხვერპლი გაიღო და თავისთვის უმძიმეს მომენტში, გუნდის დატოვებაზე უარი განაცხადა. მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოსთან გასამართ მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, ტუისოვას შეატყობინეს, რომ მისი შვილი გარდაიცვალა. საშინელი ამბის მიუხედავად, მან „ბორჯღალოსნების“ წინააღმდეგ ითამაშა და სამშობლოში დაბრუნებას არც ახლა აპირებს.

ტუისოვას შვილს დღეს დაკრძალავენ და „მფრინავი ფიჯელების“ 12 ნომერი ცერემონიას ვერ დაესწრება, რადგან გადაწყვიტა, საკუთარ გუნდს ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაშიც დაეხმაროს და საფრანგეთი არ დატოვოს. ფიჯელი მორაგბის შვილი დიდხნიანი ავადმყოფობის შემდეგ, 7 წლის ასაკში გარდაიცვალა...

ფიჯის ნაკრები მსოფლიოს საუკეთესო რვა გუნდს შორის მოხვედრასთან ძალიან ახლოსაა. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, „მფრინავ ფიჯელებს“ მეოთხედფინალში გასასვლელად ერთი ქულა ესაჭიროებათ და მათი მეტოქე პორტუგალია გახლავთ.

ცნობისთვის, სასურველი შედეგის დაფიქსირების შემთხვევაში, ფიჯი ინგლისის ნაკრებზე გავა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატამდე განცდილი მარცხის გამო, რევანშის აღების სურვილი ექნება. ფიჯისა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩი 8 ოქტომბერს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდაშვილის ვალენსიას მთავარი პრობლემა | გასულ სეზონშიც იგივე ხდებოდა
მამარდაშვილის ვალენსიას მთავარი პრობლემა | გასულ სეზონშიც იგივე ხდებოდა