„რეალთან თამაში ყოველთვის გამოწვევაა“ | გარსიას ინტერვიუ Mediaset-თან
„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია იტალიურ ტელეარხს, Mediaset-ს „რეალთან“ გასამართ შეხვედრაზე ესაუბრა. ფრანგმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა და განაცხადა, რომ მისი გუნდი „ბლანკოსთან“ მოსაგებად იბრძოლებს.
„კარგი ისაა, რომ ნაპოლის მსგავსად, რეალისთვისაც მეოთხე მატჩია ბოლო 9 დღეში, ეს კი ფეხბურთელებისთვის ურთულესი ტემპი გახლავთ. საბედნიეროდ, ამ შეხვედრის შემდეგ, 5 დღე გვექნება, რათა იტალიის ჩემპიონატზე ვიფიქროთ. რეალთან ასპარეზობა ყოველთვის გამოწვევაა და გვინდა, სამეფო კლუბი პირველად დავამარცხოთ. რეალი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, შესანიშნავი ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი ჰყავს და ახლახან ჩემპიონთა ლიგა მოიგო. იმ ფინალის მონაწილე 12 ფეხბურთელი კვლავინდებურად რეალში ირიცხება, თუმცა ბოლომდე გავსებულ მარადონაზე ვითამაშებთ და იმედია, დადებით შედეგს მივაღწევთ.
აქვთ თუ არა ამ ოსიმენსა და ამ კვარას უფრო მეტი ნდობა? მეტი ნდობა მარტო ამ ორ ფეხბურთელს კი არა, მთელ გუნდს აქვს. ნაპოლი ჰყავს 11 ფეხბურთელი, რომლებიც ძირითადში იქნებიან და 5 მოთამაშე, რომლებიც თამაშში მეორე ნახევარში ჩაერთვებიან და ხარისხის შენარჩუნებას შეეცდებიან. ჯენოასთან მატჩში ორი გოლი ცვლილებაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „რეალის“ დაპირისპირება დღეს გაიმართება და თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.