გოგა ბითაძე
Aa
Aa

გოგა: „ახალი სეზონისთვის მზად ვარ, ნაკრებში თამაში უდიდესი პატივია“

„ორლანდო მეჯიქის“ ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. გოგამ საქართველოს ნაკრებთან ერთად ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე და NBA-ის ახალ სეზონზე ისაუბრა.

„საქართველოს ნაკრების მაისურის მორგება და ქვეყნის ღირსების დაცვა უდიდესი პატივია. ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატზე კარგად ვითამაშეთ და საუკეთესო 16 გუნდს შორის მოვხვდით. ტრავმებისა და სხვა პრობლემების მიუხედავად, პირველი ჯგუფური ეტაპი დავძლიეთ და გერმანიისა და ავსტრალიის ნაკრებების წინააღმდეგ უდიდესი გამოცდილება მივიღეთ. იაპონია ხელგაშლილი დაგვხვდა და მსოფლიო ჩემპიონატმა, NBA-ის სეზონის დაწყებამდე, ბიძგი და დამატებითი თვითრწმენა მომცა.

საქართველოს ნაკრებთან ერთად, რამდენიმე კვირის განმავლობაში ვემზადებოდი და ბევრი მატჩი ჩავატარე, რის გამოც, სეზონის დასაწყებად მზად ვარ და სათანადო ფორმაში ვიმყოფები. სავარჯიშო კემპისა და რეგულარულის სტარტი ჩემთვის რთული არ იქნება.

ორლანდოში კონკურენტული გარემოა და კალათბურთელები ერთმანეთს პროგრესში ხელს ვუწყობთ. ყველა მოთამაშე პარკეტზე მოსაგებად და 200 პროცენტით დასახარჯად გადის, რაც ძალიან სახიფათო გუნდად გვაქცევს. ახალ სეზონში შევეცდები, ჩემი საქმე შევასრულო, რაც გამოცდილების მიღება, სამწამიანისა და ფარის დაცვა, მეტოქის ფარზე ბრძოლა და მწვრთნელების დავალებების მოსმენა გახლავთ“.

შეგახსენებთ, რომ „ორლანდო მეჯიქი“ რეგულარული სეზონისთვის მომზადებას 11 ოქტომბერს დაიწყებს და თბილისის დროით, 04:00-ზე, „ნიუ ორლეან პელიკანსს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოცნება, რეალთან მატჩი, ნაკრები და ნაპოლი | კვარა AS-ის გარეკანზე და ინტერვიუ ესპანურ გაზეთთან
ოცნება, რეალთან მატჩი, ნაკრები და ნაპოლი | კვარა AS-ის გარეკანზე და ინტერვიუ ესპანურ გაზეთთან