ვერონა, ტორინო, საბა საზონოვი, ივან იურიჩი
Aa
Aa

“რენტგენი გადავუღეთ და მოტეხილი არაფერი აქვს“ - იურიჩი საზონოვზე

სერია ა-ს მორიგ ტურში „ტორინო“ „ვერონას“ მასპინძლობს. კარგი ამბავი ის იყო, რომ საბა საზონოვი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და პირველ წუთებში საკმაოდ დამაჯერებელიც იყო.

სამწუხაროდ, 27-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. როგორც კადრებში ჩანს, საბას მარჯვენა ფეხის ტერფი აწუხებს.

მატჩის შემდეგ, ტაბლოზე 0:0 დაფიქსირდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. რა თქმა უნდა, ქართველ გულშემატკივრებს საბას მდგომარეობა აინტერესებთ, რაზეც შეხვედრის შემდეგ, „ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა კომენტარი გააკეთა.

იურიჩი:

„როდესაც საბა მოედნიდან გაიყვანეს, ის იმ წამსვე გამოკვლევებზე წაიყვანეს. საზონოვს რენტგენი გადაუღეს და საბედნიეროდ მოტეხილი არაფერია. უფრო მეტი ინფორმაცია ხვალ მეცოდინება.“

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნების“ უკანახაზელის დებიუტი სერია ა-ს გასულ ტურში „ლაციოს“ წინააღმდეგ შედგა და იტალიური მედიისგან შესანიშნავი შეფასება დაიმსახურა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იტალიური მედია: “ოსიმენი მუდმივი ბრაზით ცხოვრობს“
იტალიური მედია: “ოსიმენი მუდმივი ბრაზით ცხოვრობს“