ალ იტიჰადი
Aa
Aa

პრობლემა ირანელი გენერლის ბიუსტი გახდა - ალ იტიჰადმა თამაშზე უარი თქვა

საფეხბურთო სამყაროში არაერთი უცნაური და კომიკური ფაქტები ხდება. დღეს, აზიის ჩემპიონთა ლიგაზე „სეფანს“ და „ალ იტიჰადს“ უნდა ეთამაშათ, მაგრამ გაუქმდა.

გაუქმების მიზეზი საკმაოდ უცნაური და კომიკურია. არაბულმა კლუბმა თამაშზე უარი განაცხადა, რადგან სტადიონზე ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ბიუსტი დახვდა.

საქმე იმაში გახლავთ, რომ რამდენიმე წლის წინ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საუდის არაბეთის ელჩი მოკლეს. დანაშაულს კი სწორედ ყასემ სოლეიმანს აბრალებდნენ. სოლეიმანი 2020 წლის 3 იანვარს ტერაქტის დროს დაიღუპა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არაბული კლუბისთვის, სოლეიმანის ბიუსტის გვერდით თამაში მიუღებელი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია აზიის ფეხბურთის კონფედერაციამ გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა უნიკალური ფეხბურთელია, მოგების ამბიცია გვაქვს“ - რუდი გარსია  რეალთან  მატჩზე
„კვარა უნიკალური ფეხბურთელია, მოგების ამბიცია გვაქვს“ - რუდი გარსია რეალთან მატჩზე