ტრავმა მიიღო - საზონოვმა მოედანი ნაადრევად დატოვა
სერია ა-ს მორიგ ტურში „ტორინო“ „ვერონას“ მასპინძლობს. კარგი ამბავი ის იყო, რომ საბა საზონოვი ძირითად შემადგენლობაში მოხვდა და პირველ წუთებში საკმაოდ დამაჯერებელიც იყო.
სამწუხაროდ, 27-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. აღსანიშნავია, რომ საბას არავინ შეხებია და დაზიანება განზრახ არავის მიუყენებია. როგორც კადრებში ჩანს, საბას მარჯვენა ფეხის ტერფი აწუხებს.
შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნების“ უკანახაზელის დებიუტი სერია ა-ს გასულ ტურში „ლაციოს“ წინააღმდეგ შედგა და იტალიური მედიისგან შესანიშნავი შეფასება დაიმსახურა.