ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, მადრიდის რეალი, კარლო ანჩელოტი, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

ანჩელოტი: “ვფიქრობ, კვარა და ოსიმენი რეალთან კარგად ითამაშებენ“

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მადრიდის „რეალი“ „ნაპოლის“ ესტუმრება. მატჩის წინ, „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რა თქვა ანჩელოტიმ?

„ჩვენ იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით. მათ ის სტრუქტურა შეინარჩუნეს, რაც გასულ წელს ჰქონდათ. ეს იქნება კონკურენტუნარიანი და თანაბარი მატჩი. ატმოსფეროს ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ამ თამაშს სერიოზულად უნდა მივუდგეთ. მოდრიჩზე ძალიან ბევრ კითხვას სვამთ. არ ვთვლი, რომ იგივე როლი არ აქვს, რაც შარშან ჰქონდა. გუნდში ბევრი ნახევარმცველია და მე ოთხს ვათამაშებ.

მასთან არანაირი კონფლიქტი არ მაქვს. ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ძირითად შემადგენლობაში ითამაშა. არ ვიცი ხვალ იქნება თუ არა ძირითადში და ეს მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობა გვაქვს. ბელინგემი გუნდს ბრწყინვალედ მოერგო. ის ყველა იმ თვისებას აჩვენებს, რაც აქვს.

კვარაცხელია და ოსიმენი? ისინი შესანიშნავი თავდამსხმელები არიან. მოდით ვთქვათ, რომ ისინი წინა პლანზე ბოლო პერიოდში, გასულ წელს გამოვიდნენ. მათ აქვთ ხარისხი, რომ უმაღლეს დონეზე ითამაშონ. განსხვავებულები მახასიათებლებით სოლიდური თავდამსხმელები არიან. ვფიქრობ, ისინი „რეალთან“ ძალიან კარგად ითამაშებენ, რადგან მაღალი ხარისხი და ნიჭი აქვთ. ხვიჩა ფეხბურთელთან ერთი-ერთზე ძალიან ეფექტურია. ოსიმენი ფიზიკურად ძლიერი, მობილური და სახიფათო თავდამსხმელია.“

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი 2018/2019 წლებში „ნაპოლის“ წვრთნიდა. „რეალი“ და „ნაპოლი“ ისტორიაში ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ, საიდანაც 3 მატჩი „ბლანკოსმა“ მოიგო, ხოლო ერთი ფრედ დასრულდა. ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 3 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემპიონთა ლიგა მათი სახლია“ - რა თქვა დი ლორენცომ რეალთან მატჩამდე
„ჩემპიონთა ლიგა მათი სახლია“ - რა თქვა დი ლორენცომ რეალთან მატჩამდე