ლიონელ მესი, ანტონიო მატეუ ლაოსი
Aa
Aa

მატეუ ლაოსი: “მესიმ დამირეკა და ბოდიში მომიხადა“

კატარში გამართულ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ლეო მესისა და მატეუ ლაოსს შორის უსიამოვნო საუბარი შედგა.

არგენტინის ნაკრები მეოთხედფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩის მიმდინარეობისას, „ინტერ მაიამის“ სუპერვარსკვლავი ესპანელი მსაჯის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო იყო და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ამ საკითხთან დაკავშირებით, მატეუ ლაოსმა დუმილი დაარღვია და ესპანურ მედიასთან საინტერესო განცხადება გააკეთა.

რა თქვა ლაოსმა?

„ლიონელ მესიმ დამირეკა და ბოდიში მომიხადა იმ სიტყვებისთვის, რომელიც მან ნიდერლანდებთან მატჩის დროს და შემდეგ მითხრა. მას დიდი ხანია ვიცნობ და მისი არაერთი მატჩი მიმსაჯია. ჩვენ ყოველთვის კარგი ურთიერთობა გვქონდა. ეს ფეხბურთია და ხშირად მოთამაშეები ნერვებს ვერ აკონტროლებენ. ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო.“

შეგახსენებთ, რომ არგენტინისა და ნიდერლანდების მატჩის 120 წუთი ფრედ 2:2 დასრულდა. გამარჯვებულის ბედი, როგორც უკვე მოგახსენეთ პენალტების სერიაში გამოვლინდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემპიონთა ლიგა მათი სახლია“ - რა თქვა დი ლორენცომ რეალთან მატჩამდე
„ჩემპიონთა ლიგა მათი სახლია“ - რა თქვა დი ლორენცომ რეალთან მატჩამდე