ნაპოლი, ვიქტორ ოსიმენი, რუდი გარსია
Aa
Aa

იტალიური მედია: “ოსიმენი მუდმივი ბრაზით ცხოვრობს“

ვიქტორ ოსიმენი კვლავ უხასიათოდ არის. ნიგერიელ ფეხბურთელსა და კლუბს შორის წარმოქმნილი კონფლიქტი თითქოს ამოიწურა, მაგრამ თუ AreaNapoli-ს დავუჯერებთ, ვიქტორი ვარჯიშებზე არც კი იღიმება.

რას წერს AreaNapoli?

„რაც მეტი დრო გადის, მით უფრო ნათელი ხდება, რომ ოსიმენი უხასიათოდ არის, არ იღიმება და რეალურად ამ მდგომარეობის შეცვლა არ სურს. მის თვალებში ადგილი სევდამ დაიკავა. გატანილი გოლის შემდეგაც კი მისი გამომეტყველება ბედნიერი არ არის. თანაგუნდელების რეაქცია? ისინი ამ ყველაფერს ეგუებიან და ვერაფერს ცვლიან.

მეტიც, ეს ყველაფერი გუნდელების განწყობას აფუჭებს. ვიქტორი კი შეცვლას არ ფიქრობს. არავინ იცის, სადამდე მივა ეს სიტუაცია. ოსიმენი მუდმივი ბრაზით ცხოვრობს.“

შეგახსენებთ, რომ ყველაფერი „ბოლონიასთან“ მატჩის დროს დაიწყო, რა დროსაც რუდი გარსიამ ნიგერიელი თავდამსხმელი მატჩის დასრულებამდე შეცვალა.

ოსიმენმა გაბრაზება ღიად გამოხატა. ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ვიქტორმა ბოდიში მოიხადა, მაგრამ მოგვიანებით იტალიურმა მედიამ ეს ამბავი უარყო.

რუდი გარსია, ნებისმიერი პრესკონფერენციის დროს ოსიმენზე დადებითად საუბრობს და ცდილობს სიტუაცია დაამშვიდოს. იდენტური სიტუაციაა ხვიჩა კვარაცხელიაზეც. ცნობისთვის, „ნაპოლი“ 3 ოქტომბერს მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“ | ლუკა გაგნიძემ ხვიჩაზე ისაუბრა
„მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა“ | ლუკა გაგნიძემ ხვიჩაზე ისაუბრა