მედალი ლიეტუვიდან | ჟურნალისტთა ნაკრებმა საერთაშორისო მედიატურნირზე ითამაშა
საქართველოს ჟურნალისტთა ნაკრებმა საერთაშორისო მედიატურნირში მიიღო მონაწილეობა და 9 გუნდს შორის მე-3 ადგილი დაიკავა. ყოველწლიურ გათამაშებას ლიეუტვის პატარა საკურორტო ქალაქმა, დრუსკინინკაიმ უმასპინძლა.
22-24 სექტემბერს გამართულ ტურნირზე მასპინძელთა ორმა გუნდმა (კაუნასისა და ვილნიუსის); ასევე ლატვიის, უკრაინის, პოლონეთის, უნგრეთის, ბელარუსის, სომხეთისა და საქართველოს მედიანაკრებებმა ითამაშეს.
საქართველო: გეგი კიკაბიძე (Nomad Sports); გიორგი გურაბანიძე (Nomad Sports); კოტე მიგინეიშვილი (TV იმედი); ირაკლი ფოფხაძე (CrystalSport); გიორგი კორძაძე (ipress.ge); გიორგი რობაქიძე (რუსთავი 2); დავით ფრანგიშვილი (რუსთავი 2); ირაკლი სიხარულიძე (ფრილანსერი).
საქართველოს ნაკრებმა კაუნასისა (4:2) და ვილნიუსის (2:0) გუნდებს, ასევე ლატვიისა (4:0) და უნგრეთის (ნაკრებებს მოუგო, უკრაინასთან (1:1) და პოლონეთთან (2:2) ფრედ ითამაშა, ხოლო ბელარუსთან (1:2) და სომხეთთან (1:2) დამარცხდა.
ჩვენებმა საერთო ჯამში, 14 ქულა მოაგროვეს და, სომხეთისა (22) და პოლონეთის (16) შემდეგ, მე-3 ადგილი დაიკავეს. ტურნირის 3 საუკეთესო მოთამაშეს შორის ირაკლი სიხარულიძე დაასახელეს.
ჩვენი გუნდი ლიეტუვის საერთაშორისო მედიატურნირზე კომპანია Crystalbet-ის; ასევე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინსტროს მხარდაჭერით გაემგზავრა.
საქართველოს ჟურნალისტთა ნაკრები აღნიშნულ საერთაშორისო მედიატურნირში 2002 წლიდან მონაწილეობს, ეს მე-11 გამოსვლა იყო: 2-ჯერ ჩემპიონი გახდა, 3-ჯერ - ვერცხლის და 2-ჯერ ბრინჯაოს პრიზიორი.
28-30 ოქტომბერს აღნიშნულ მედიატურნირს უკვე თბილისი უმასპინძლებს. დაზუსტებით ვიცით, რომ, კოტე მახარაძის თასის ეგიდით, ჩვენს დედაქალაქს რუმინეთის, სომხეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და ინდოეთის ჟურნალისტთა ნაკრებები ეწვევიან. მოლაპარაკებები მიმდინარეობს გერმანელებთან და უკრაინელებთან.