17-წლამდე გოგონათა ნაკრები კოსოვოშია - წინ 3 მნიშვნელოვანი მატჩია
საქართველოს 17-წლამდე ქალთა საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. სალომე ხუბულურის ხელმძღვანელობით, ქართველი გოგოები კოსოვოში გაემგზავრნენ, სადაც 3 მატჩს გამართავენ.
შემადგენლობა კი ასეთია:
მეკარეები: ვიქტორია დობროვოლსკაია (კვარტალი), ანანო სიგუა (რაჭა), სალომე ხაჭაპურიძე (ნორჩი დინამო)
მცველები: ლოლიტა კალოიანი (რუსთავი), ნათია ცეცხლაძე (ბათუმი), თამუნა ლონდარიძე (ნორჩი დინამო), ნათია ჯოჯუა (სამეგრელო), შორენა ჯანეზაშვილი (ელიტა თბილისი)
ნახევარმცველები: ანანო მიქაბერიძე (რუსთავი), მარიამ კაკულია (დინამო სოხუმი), კესარია მეტონიძე (რაჭა), ანა საღირაშვილი (ნორჩი დინამო), მარიამ მამფორია (კვარტალი), მარიამ შოშიტაშვილი (რუსთავი), ქეთევან ჭურკვეიძე (ბათუმი)
თავდამსხმელები: ნინო მეტრეველი (რუსთავი), თაკო ბულია (ლანჩხუთი), ლიზი ცაავა (კოლხეთი, ხობი).
ცნობისთვის, საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრები პირველ მატჩს 3 ოქტომბერს მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს. მეორე შეხვედრა 6 ოქტომბერს კოსოვოსთან იგეგმება, ხოლო ბოლო ტურის მატჩი 9 ოქტომბრით თარიღდება და სომხეთთან გაიმართება.
CrystalSport წარმატებას უსურვებს საქართველოს 17-წლამდე გოგონათა ნაკრებს.