ხვიჩა კვარაცხელია, მასიმო ამბროზინი
Aa
Aa

ამბროზინი: „კვარა ფენომენია, ნაპოლის რეალის არ უნდა ეშინოდეს“

„მილანის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მასიმო ამბროზინიმ ხვიჩა კვარაცხელიასა და „ნაპოლიზე“ ისაუბრა. ამბროზინიმ ქართველ შემტევს ფენომენი უწოდა და განაცხადა, რომ „პარტენოპეის“ „რეალის“ არ უნდა ეშინოდეს.

„ნაპოლი ძალიან ძლიერი გუნდია და გასულ სეზონში, ჩემპიონობა დიდი უპირატესობით სწორედ ამიტომ დაისაკუთრა. მიმდინარე სეზონის სტარტზე, პრობლემები ჰქონდათ, მაგრამ ახლა იმ დონეს უბრუნდებიან, რომელიც შარშან აჩვენეს. დრო იყო საჭირო, რათა ახალ მწვრთნელსა და იდეებს შესჩვეოდნენ, რომლებიც გუნდში რუდი გარსიამ დაამკვიდრა.

სტადიონზე ვიყავი, როცა ნაპოლიმ ლივერპული გაანადგურა. ნეაპოლელებმა რეალს პატივი უნდა სცენ, მაგრამ სამეფო კლუბის არ უნდა ეშინოდეთ. მათ უკვე აჩვენეს, რომ ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა. კვარაცხელიას რაც შეეხება, ხვიჩა ფენომენია. ჩემპიონთა ლიგაზე, მილანთან გამართული მატჩის გამო, აკრიტიკებდნენ, მაგრამ ერთადერთი იყო, ვისაც სურვილი და ტალანტი ჰქონდა, რომ რაღაც გაეკეთებინა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ და „რეალს“ 3-3 ქულა აქვთ და მათი დაპირისპირება „მარადონაზე“ გაიმართება. მატჩი 3 ოქტომბერს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპე გაოცებული უყურებდა | ფრანგი მებრძოლის ნოკაუტი 9 წამში
მბაპე გაოცებული უყურებდა | ფრანგი მებრძოლის ნოკაუტი 9 წამში