ბორჯღალოსნები
Aa
Aa

მარცხის მიუხედავად ბორჯღალოსნები მსოფლიო რეიტინგში დაწინაურდნენ

რაგბი მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა, თუმცა რადგან იაპონიამ სამოს მოუგო, „ბორჯღალოსნები’’ მსოფლიო რაგბის რეიტინგში ერთი საფეხურით დაწინაურდნენ, მე-14-დან მე-13 პოზიციაზე აინაცვლეს.

სამოა, რომელიც მე-12 ადგილზე იყო, იაპონიასთან 22:28 დამარცხდა. სამოელებმა 2,24 ქულა დაკარგეს და 2 საფეხურით დაქვეითდნენ. ამ მატჩამდე იაპონია მე-13 ადგილს იკავებდა, გამარჯვების შემდეგ 75,51 ქულით მე-12 პოზიციაზეა.

ფიჯისთან მარცხის გამო ლევან მაისაშვილის გუნდმა 0,5 ქულა დაკარგა, მაგრამ ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მე-13 საფეხურზე დაბრუნდა.

შეგახსენებთ, რაგბი მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე საქართველო ავსტრალიასთან დამარცხდა (35:15), პორტუგალიასთან ფრე ითამაშა (18:18) და ფიჯისთან მნიშვნელოვანი შეხვედრა დათმო (17:12).

რაგბი მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს 7 ოქტომბერს, უელსთან ჩაატარებს. შეხვედრა ნანტში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები