ისკოს მაგარი ბურთი აუღო - ვალენსია ბეტისთან უშანსოდ დამარცხდა
ლა ლიგის მე-8 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ სევილიაში „ბეტისს“ დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა.
მასპინძლებს უპირატესობა პირველივე წუთებიდანვე ჰქონდათ და გამარჯვება ეჭვქვეშ ერთი წამითაც არ დაუყენებიათ.
მამარდაშვილმა რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია და როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ამჯერადაც მცველების იმედი ნაკლებად ჰქონდა.
პირველი გოლი 41-ე წუთზე გავიდა და მამარდაშვილს ამაში ვერ დავადანაშაულებთ.
მეორე ტაიმში „ბეტისმა“ 52-ე წუთზე კუთხურიდან გაიტანა, როცა დიაომ თავით აუღებელი დაარტყა. იქამდე რამდენიმე წამით ადრე მამარდამ ისკოს ჩინებული დარტყმული ბრწყინვალე ნახტომით მოიგერია.
საქართველოს ნაკრების მეკარეს დარტყმების მოგერიება რამდენჯერმე კიდევ მოუხდა. 85-ე წუთზე კი შეხვედრას წერტილი აბდე ეზალზულმა დაუსვა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით მამარდას პირდაპირ ცხრიანში გაუტანა.
საბოლოოდ, რუბენ ბარახას გუნდმა ლა ლიგაში მე-5 მარცხი იწვნია და ცხრილის შუაში რჩება.
მე-9 ტურში „ღამურები“ 10 ოქტომბერს სტუმრად „მალიორკას“ დაუპირისპირდებიან.
მამარდას ყველა მომენტი