„რეალთან მატჩამდე ნაპოლიმ თავისი თავი იპოვა“ - დიდი 4-ეულის დაბრუნება
ნეაპოლური გამოცემა ilmionapoli ჩემპიონთა ლიგაზე „რეალთან“ მატჩის წინ, რუდი გარსიას გუნდის პროგრესის შესახებ წერს.
„რუდი გარსია მისი გუნდის საუკეთესო მოთამაშეებისგან საჭირო მომენტში საუკეთესო კონდიციებს იღებს - ოსიმენი, კვარა, ლობოტკა და ანგისა რეალთან მატჩის წინ ფორმას უბრუნდებიან.
ნაპოლიმ საკუთარი თავი კვლავ იპოვა. ამას უდინეზესთან და ლეჩესთან მიღწეული 4-4 გოლიანი მატჩებიც მოწმობს. საკვანძო ფიგურების ასეთი კარგი თამაში - ლობოტკა, ოსიმენი, კავარა და ანგისა. ახლა რეალთან შესახვედრად საუკეთესო დროა. გარსიას სწორი ბალანსის პოვნა სჭირდება, თითოეული მოთამაშის მახასიათებლების შერწყმა, რათა შემდეგ საუკეთესო გზა იპოვონ.
კვარაცხელია უდინეზესთან მოგების შემდეგ, აშკარად უფრო მსუბუქად თამაშობს. ფრიურელების წინააღმდეგ გოლის აღნიშვნისას ემოციები ამას მოწმობს. ლეჩესთან კი მან საგოლე გადაცემა შეასრულა, დაცვაში კარგად იმუშავა და მცირე აფეთქებებიც შემოგვთავაზა.
ოსიმენი აუცილებელ შეუცვლელ ფიგურად რჩება, რომელსაც ლეჩესთან მატჩში გოლის გასატანად მხოლოდ 6 წუთი დასჭირდა.
პროგრესი აქვს ლობოტკასაც, რომელიც ბოლო მატჩებში ბურთს აშკარად უფრო ხშირად ეხება, ვიდრე საწყის ტურებში. ასევე უპირველეს ყოვლისა შესანიშნავ დონეს დაუბრუნდა ანგისა. და როდესაც ნაპოლის ნახევარდაცვა საუკეთესოდ მუშაობს, ამით გუნდის ყველა რგოლი სარგებლობს. ეს ყველაფერი შესაფერის დროს ხდება, ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ნანატრი მატჩის წინ. ნაპოლი განახლდა. მადრიდის რეალმა გაფრთხილება უკვე მიიღო“.
- წერს ilmionapoli.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „რეალს“ სამშაბათს 3 ოქტომბერს (23:00) უმასპინძლებს.