კანელო ალვარესი
Aa
Aa

ალვარესმა ჩარლოს შანსი არ მისცა - კანელომ ტიტული კვლავ დაიცვა

სუპერსაშუალო წონის აბსოლუტურმა ჩემპიონმა, მექსიკელმა კანელო ალვარესმა (60-2-2), მსუბუქი საშუალო წონის აბსოლუტური ჩემპიონი ჯერმელ ჩარლო (35-2) არბიტრთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით 119-109, 119-108, 119-108 დაამარცხა.

ალვარესმა საშუალო წონის აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული დაიცვა და წელს ეს უკვე მეორედ გააკეთა.

რაც შეეხება ბრძოლას, ლას ვეგასში გამართული ბრძოლა კანელოს სრული დომინაციით წარიმართა. ალვარესს გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ ერთი წამითაც არ დაუყენებია. ჩარლო მე-7 რაუნდში ნოკდაუნშიც გაუშვა, რაც ამერიკელის კარიერაში მხოლოდ მეორე შემთხვევა იყო.

აღსანიშნავია, რომ 38 წლის ჩარლომ თავის წონასთან შედარებით 2-ჯერ მძიმე დივიზიონში პირველად იჩხუბა და ამის კვალობაზე ურიგოდ არ გამოიყურებოდა. თუმცა ეს კანელოს შესაჩერებლად საკმარისი არ იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სატიტულო ჩხუბს ყველაზე მეტად იმსახურებს, მაგრამ მოსაწყენია“ | შონ ომალი მერაბზე
„სატიტულო ჩხუბს ყველაზე მეტად იმსახურებს, მაგრამ მოსაწყენია“ | შონ ომალი მერაბზე