კობიაშვილი, კანავარო, პუიოლი და სხვები - FIFA-ს ლეგენდებმა ლიეტუვაში ითამაშეს
შაბათს, ლიეტუვის ფეხბურთის ფედერაცია 100 წლის გახდა. ამ თემასთან დაკავშირებით, ლიეტუველებმა ამხანაგური მატჩი გამართეს და FIFA-ს ლეგენდების გუნდს დაუპირისპირდნენ.
FIFA-ს ლეგენდების ნაკრების რიგებში ლევან კობიაშვილმა იასპარეზა.
ამ სადღესასწაულო მატჩში პირველი გოლი 27-ე წუთზე გავიდა. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა.
ფიფას ლეგენდების გუნდი ასე გამოიყურებოდა:
დიდა, ჟულიო სეზარი, ჯანი ინფანტინო (FIFA-ს პრეზიდენტი), მიCელ სალგადო, როკე ჯუნიორი, ლევან კობიაშვილი, ფაბიო კანავარო, კარლეს პუიოლი, იური ჯორკაეფი, რიკარდო კუარეჟმა, ალდაირი, ჰუსინ ხარა, დავიდ ტრეზეგე, ესტებან კამბიასო, ნუნო გომეში, კრისტიან კარემბეუ, ანტონიო კანოჰო, ანტონიო ვალაენ გრანტი.