ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, არიგო საკი, არიგო საკი
Aa
Aa

კვარასა და ოსიმენის ჩახუტება შესანიშნავი ჟესტი იყო - საკიმ ნაპოლიზე ისაუბრა

ლეგენდარულმა არიგო საკიმ იტალიურ მედიასთან „ნაპოლის’’ შესახებ ისაუბრა. მან კვარაცხელიასა და ოსიმენის ჩახუტებას გაუსვა ხაზი, რაც გუნდის ერთიანობის გამომხატველი იყო. ასევე აღნიშნა, რომ „რეალთან'' მატჩის წინ როტაციამ კარგად იმუშავა, კვარაცხელია 58-ე წუთზე მოედნიდან გაიყვანეს, ხოლო ოსიმენი სკამზე იჯდა და მხოლოდ მეორე ტაიმში ითამაშა.

არიგო საკი:„უნდა ვაღიარო, აღფრთოვანებული ვარ გუნდით, რომელიც გასული სეზონის დონეს ნელ-ნელა უბრუნდება. მადრიდის „რეალთან’’ მატჩამდე როტაციამ კარგად იმუშავა, კვარაცხელიასა და ოსიმენის ჩახუტება შესანიშნავი ჟესტი იყო, რაც მიუთითებს, რომ გუნდი ერთიანია,  გუნდის წევრებს დიდი მიზნების მიღწევის სურვილი აქვთ.

ითამაშებს თუ არა რუდი გარსიას გუნდი ისეთ დონეზე, როგორ დონეზეც გასულ სეზონში სპალეტის მწვრთნელობისას თამაშობდა, ეს ფეხბურთელებზეა დამოკიდებული. თუ ადამიანურ ეგოიზმზე უარს იტყვიან, ხალხს კვლავ გააოცებენ’’.

სერია ა-ს მე-7 ტურში „ლეჩე'' შინ „ნაპოლისთან'' 0:4 განადგურდა. ხვიჩა კვარაცხელიამ „პარტენოპეის'' სასტარტოში ითამაშა, 51-ე წუთზე მისი შესანიშნავი თამაშისა და ლამაზი პასის შემდეგ ვიქტორ ოსიმენმა თავით გაიტანა. რუდი გარსიამ კვარაცხელია 58-ე წუთზე შეცვალა, როცა ანგარიში 0:2 იყო.

„ნაპოლი'' შემდეგ შეხვედრას ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალის'' წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებს (3 ოქტომბერი, 22:45). სერია ა-ში ამ მომენტში „ნაპოლი'' 14 ქულით მესამე ადგილზეა, თუმცა კონკურენტებს მიმდინარე ტურში ჯერ არ უთამაშიათ. მე-8 ტურში „ნაპოლი'' „ფიორენტინას'' მიიღებს ( 8 ოქტომბერი, 22:45).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები