სადიო მანეს საფეხბურთო განვითარება უცნაურია.. ადრე თავს გაცილებით უკეთ ურტყამდა, ვიდრე დღეს..
უცნაური ბავშვი იყო.. ერთხელ, „მეცში“ თამაშის დროს, მადამ ბრეხმა აღმოაჩინა, რომ მანე სახლიდან იყო გაპარული..
სულ ფეხბურთს უყურებდა და გამუდმებით იატაკზე იჯდა.. ამის გამო მას სპეციალური ხალიჩაც კი აჩუქეს, რომ თავი უფრო კომფორტულად ეგრძნო..
დასასვენებელი სახლი სენეგალში..
პასპორტი, შემოწმება, ბარგი..
პერსონალური მწვრთნელი..
თანამედროვე მანემ იცის როგორ იმუშაოს გონივრულად.. „მეცში“ ორ კვირაში ერთხელ თამაშობდა, ხოლო ლივერპულში 3 დღეში ერთხელ.. ამისთვის მას იდეალური სპორტული ცხოვრებით უნდა ეცხოვრა.. ის ხომ ნამდვილი პროფესიონალია..
და მას გულწრფელი შეტყობინება აქვს დღევანდელი ბავშვებისთვის, რომლებსაც ვარჯიში ეზარებათ: „ეს არის მთავარი დანაშაული! დაუთმეთ დრო ვარჯიშს. მე რასაც მივაღწიე მხოლოდ დაუღალავი შრომის შედეგია..“
ერთხელ პიერ ბუბიმ(მისმა უფროსმა „მეცის თანაგუნდელმა) თქვა: „მანე კარგად აღზრდილი საყვარელი ბავშვი იყო, რომელსაც არასდროს არაფრის დრო არ ჰქონდა, რადგან გამუდმებით ვარჯიშობდა. მისი ხასიათის სიძლიერე ძალიან გამოხატულია და ესეც მისი სიძლიერეა. სადაც არ უნდა იყოს სადიო, ის ყოველთვის ამტკიცებს საკუთარ თავს.“
მანეს ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელი „მეცში“, ოლივიე პერინი, რომელიც ასევე მოგვიანებით წვრთნიდა მის საბავშვო კლუბს სენეგალში, აღწერს მას, როგორც „შინაგან ძალას, რომელიც მომდინარეობს მისი ხასიათიდან, მაგრამ ასევე მისი წარსულიდან და იმ მოგზაურობიდან, რომელიც მან გაიარა.“
პერინი ამბობს: „ნებისმიერი სენეგალელისთვის წარმატება ოჯახთან არის დაკავშირებული. ახალგაზრდა სენეგალელები იმ მოტივით ცდილობენ ფეხბურთელობას, რომ საკუთარ ოჯახს დაეხმარონ და ევროპაში წაიყვანონ საცხოვრებლად. ეს არის მოტივაციის წყარო, რომელიც სხვებს არ აქვთ. მანე ყოველთვის ამბობდა, რომ შეიძლება თქვა „არ ვიცი სად მივდივარ“, მაგრამ ვერასდროს იტყვი: „არ ვიცი საიდან მოვდივარ..“
„ყოველთვის უნდა იფიქრო მათზე ვინც გაგზარდა და დაგეხმარა..“
სოფელი ბამბალი სამხრეთ-დასავლეთ სენეგალის მდინარე კასამანსის ერთ-ერთ უზარმაზარ ნაპირთან მდებარეობს.. ეს მანეს სახლია.. მისი ქუჩები დაფარულია პლაკატებით, რომლებსაც „ერის სიამაყეს" უწოდებენ..
მუსა ნდიონე, სკოლის მასწავლებელი და მანეს პირველი კლუბის, „მანსაკუნდა დე ბამბალის“ მწვრთნელი, ჩივის, რომ მათი საფეხბურთო მოედანი უთანასწოროა. იქ თავს ბავშვები და ძროხები იყრიან. ასევე, მოედანს ბავშვების წინდაცვეთისთვის იყენებენ..
საბედნიეროდ, ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდა, რადგან მანემ დააფინანსა ახალი სკოლის, საავადმყოფოს და მეჩეთის მშენებლობა.. პრობლემა იცით რა არის? ბავშვები სკოლაში გამუდმებით აგვიანებენ, რადგან თითოეულ მათგანს სურს, რომ ახალი სადიო მანე გახდეს. იცით მათ რა აცვიათ? ყველას „ლივერპულის“ მაისური და ახლა უკვე „ალ ნასრის“..
მეჩეთზე გამოსახულია მანეს მამის, იმამის პორტრეტი, რომელიც გარდაიცვალა, როდესაც სადიო 11 წლის იყო.. მას კი დედა, მამა და ბიძა ზრდიდნენ. სადიოს ოჯახი 45 ადამიანისგან შედგება და ახლა ისინი მის მიერ აშენებულ სასახლეში ცხოვრობენ..
მისი დეიდა, ტიანა სისე, აღშფოთებულია იმ ფაქტით, რომ მას მანესთვის ხელის შეშლას აბრალებენ. სენეგალელი შემტევის უახლოესი წრე ამ საკითხზე დღემდე ფიქრობს..
მათ ახსოვთ ერთი ისტორია. ერთ დღეს, მანე კლასელთან ერთად სახლში სკოლიდან ადრე მივიდა. ამის მიზეზად ვარჯიში დაასახელა. იმ მომენტში სადიოს გაკვეთილების ნაცვლად ფეხბურთის თამაში სურდა. ამაზე ტაიანა სისე ძალიან გაბრაზებულა და იმხელა ხმაზე ყვიროდა, რომ მთელს ქუჩას ესმოდა..
ასევე იყო კიდევ ერთი შემთხვევა, სადაც მკაცრი დეიდა ფიგურირებს. ოჯახს მოსავალი უნდა აეღო და მანემ უარი განაცხადა. ამის მიზეზი კვლავ ფეხბურთი იყო. რა თქმა უნდა, ეს ფაქტი არც ბიძამისს იბრაჰიმა ტურეს მოეწონა და ახსნა განმარტება დაუწყო, რაზეც „ალ ნასრის“ ვარსკვლავმა უპასუხა:
„შენ მე დამღალე ბიძია. ვაპირებ, რომ საერთაშორისო ფეხბურთელი გავხდე. ასე კი შენ მინდვრებში აღარ იმუშავებ.“
იბრაჰიმა ტურე იხსენებს: „ამ წინადადებაზე გამეღიმა და არარეალურად ჩავთვალე. ვუთხარი, რომ მე შესაბამისი თანხები არ გამაჩნდა და ვარჯიშისთვის საჭირო ნივთებს ვერ ვუყიდდი. რეალურად, მისი ოცნების არ მჯეროდა.“
16 წლის ასაკში მანეს სენეგალის დედაქალაქში სურდა გაქცევა და დაგეგმა კიდეც. ნამდვილი თინეიჯერივით ჩანთა ეზოს ბალახში დამალა, თუმცა უპოვეს და გაქცევის შანსებიც შემცირდა. მოგვიანებით, სადიოსა და ოჯახს შორის შეთანხმება შედგა. თუ ის სასწავლო წელს მაღალი ქულებით დაასრულებდა, დედაქალაქში გაუშვებდნენ..
2009 წელს, მანე დაკარიდან მოშორებით 90 კილომეტრში მბურში თამაშობდა. მასთან ერთად ასობით ბავშვი დედაქალაქის პოლიციის გუნდის სინჯებზე მიიყვანეს. იქ მყოფ მოხუც ადამიანს გაუკვირდა სადიოს დახეული ბუცები და ფერადი შორტები..
ეს ადამიანი ვეტერანი სკაუტი დიატა იყო, რომელიც ამტკიცებს, რომ მანეს ძალიან სკეპტიკურად უყურებდნენ და ეს მისი თავშეკავებულობის გამო ხდებოდა.. სადიო პოლიციის აკადემიაში ჩაირიცხა, თუმცა ის ყოველ ზაფხულს მაინც ბრუნდებოდა ბამბალიში და ოჯახს მინდორში მუშაობაში ეხმარებოდა..
„მასში უმაღლესი დონის მოთამაშის უნარები დავინახე. სიჩქარე, დრიბლინგი, დაცვის დახმარების უნარი.“ - თქვა ჟიულ ბუშემ სენეგალის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, რომელიც იმ დროს აკადემია Génération Foot-ის მწვრთნელი იყო.
აკადემია მანეს მისვლამდე 9 წლით ადრე პროფესორმა მედი ტურემ დააარსა. პირადად ტურემ დააყენა მანე მარცხენა ფლანგზე.. ის კარგად ხვდებოდა, რომ მის ხელში ნამდვილი ბრილიანტი იყო..
ბიჭები, რომლებიც Génération Foot-ში თამაშობდნენ, ყოველთვის ოცნებობდნენ „მეცში“ თამაშზე, რადგან აკადემია ფრანგულ კლუბთან 2003 წლიდან თანამშრომლობდა.
და 2010 წელს წელს, სენეგალელი სუპერვარსკვლავი „მეცის“ აკადემიაში ჩაირიცხა და ცხოვრება მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქში დაიწყო..
ჩრდილოეთ ევროპის ზამთრის შოკის გარდა, მანეს პირველი პრობლემა ტრავმა გახდა, რომელსაც გულმოდგინედ მალავდა.
„ორთვენახევარი დამჭირდა ამის შესამჩნევად, რადგან არაფერი უთქვამს”, - თქვა პერინმა. „მას საზარდულის ჯოჯოხეთური ტრავმა ჰქონდა. გავუკეთეთ ოპერაცია და ამის შემდეგ ყველაფერი უკეთესად წავიდა..“
2011 წლის შემოდგომაზე, „მეცის“ ნახევარმცველი დევიდ ფლერივალი სარეზერვო გუნდში დღემდე უცნობი მიზეზების გამო თამაშობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მთავარმა მწვრთნელმა დასაჯა. სასჯელის მოხდის შემდეგ, დევიდი პირველ გუნდს დაუბრუნდა და მწვრთნელს დომინიკ ბიჯოტას მოუყვა საოცარი ტალანტის შესახებ, რომელსაც აუცილებლად პირველ გუნდში უნდა ევარჯიშა. საუბარი, რა თქმა უნდა, სადიო მანეზე იყო..
„პერინმა გვითხრა, რომ „მეცში“ ფენომენი მოდიოდა, მაგრამ წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ ასეთი კარგი იყო.. - უთხრა FourFourTwo-ს „მეცის ყოფილმა“ მცველმა გაიტან ბუსმანმა.
"მახსოვს, როგორ ბედნიერად გამოიყურებოდა სადიო ყოველთვის - თითქოს არასდროს უგრძნია ზეწოლა. ახლაც ისევე თამაშობს, როგორც საფრანგეთში ჩასვლისას. ფიზიკურად, რა თქმა უნდა, უფრო განვითარებულია და შეუძლია 90 წუთი სრული ინტენსივობით ითამაშოს. თუმცა, ყველაზე დიდი განსხვავება ისაა, თუ რამდენად ფეთქებადია ის მოედანზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მეკარესთან პირისპირ რჩება..“
მანეს პირველ გუნდში დებიუტი ლიგა 2-ში თავისებურად გარდამტეხი აღმოჩნდა. ის Stade Saint-Symphorien-ზე 2012 წლის 14 იანვარს „მეცისა“ და „ბასტიას“ მატჩის დაწყებიდან 15 წუთის შემდეგ გამოჩნდა.. „მეცმა“ ის შეხვედრა წააგო..
ამის შემდეგ სადიო სულ უფრო და უფრო უკეთ ხდებოდა, მაგრამ „მეცი“ ცუდიდან უარესისკენ მიდიოდა. მათ კიდევ 10 თამაში გაატარეს გამარჯვების გარეშე და მანემ სადებიუტო გოლი მაისში „გენგამთან“ გაიტანა. ეს იქამდე მოხდა, სანამ "მეცი" პირველად გავარდებოდა Championnat National-ში - საფრანგეთის მესამე ლიგაში - პირველად მათ ისტორიაში..
„მეცის მწვრთნელი გაათავისუფლეს, ხოლო მანე კლუბში აღარ გააჩერეს. იცით სად წაიყვანეს? "ზალცბურგში".. სადიოს ეს ადგილი მხოლოდ გუგლში ჰქონდა ნანახი.. სულ მალე ის თვითმფრინავში იმყოფებოდა და ავსტრიის მაღალ შენობებს ზემოდან უყურებდა.. ეს იყო მანეების ოჯახის ფინანსური წინსვლის პირველი დღეები..
არადა „ზალცბურგში“ ტრანსფერი გაიწელა.. „მეცს“ საკუთარი ტალანტის დაკარგვა არ სურდა. რალფ რანგნიკი კი დაჟინებით მოითხოვდა მის ყიდვას. საბოლოოდ ავსტრიულმა გუნდმა 2.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ტრანსფერი გაჩარხა..
„სადიოში დიდი პოტენციალი დავინახეთ.“ - განუცხადა FFT-ს „ზალცბურგის“ სპორტულმა დირექტორმა, კრისტოფ ფროუნდმა, რომელიც მას შემდეგ ნაბი კეიტას, ტაკუმი მინამინოს და ერლინგ ბრაუტ ჰალანდის დიდ საქმეებს ჩარხავს.
„ჩვენ დავინახეთ მისი მოძრაობა, სიჩქარე და ის, რომ ძალიან უნდა გოლის გატანა. როდესაც ჩვენ მას მაშინ შევხვდით, ნათლად დავინახეთ, რომ განვითარება თავად მანესაც სურდა..“
„თუმცა ეს არ იყო ადვილი. ეს იყო სხვა ენა, სხვა კულტურა. როდესაც ასეთ მოთამაშესთან აფორმებ კონტრაქტს ვერ იქნებით 100 პროცენტით დარწმუნებული, რომ ის განვითარდება ზუსტად ისე, როგორც თქვენ გსურთ. როდესაც სადიომ აქ თამაში დაიწყო, მისი პროგრესი ძალიან საინტერესო იყო..
2013/2014 წლებში „ზალცბურგმა“ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩი მოიგო, მაგრამ უფრო სენსაციური 2014 წლის ზამთარში ამხანაგური მატჩი იყო პეპ გუარდიოლას „ბაიერნის“ წინააღმდეგ.
2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, „რედ ბულ არენა“ პირველად გაივსო. იმ მატჩს „დაუვიწყარი მატჩი“ უწოდეს, რადგან „ზალცბურგმა“ 3:0 მოიგო.
იმ შეხვედრაში მანემ დიდებულად ითამაშა. ანგარიში მე-14 წუთზე გახსნა, მე-19 წუთზე პენალტი მოიპოვა, ხოლო მესამე გოლის დროს საგოლე გადაცემა შეასრულა.. პეპ გუარდიოლამ თავის 43-ე დაბადების დღე ასე აღნიშნა და ამ ყველაფერს კარგი გაკვეთილი უწოდა..
დროთა განმავლობაში მანესა და რალფ რანგნიკს შორის კონფლიქტი წარმოიშვა. „ზალცბურგმა“ მისი გაყიდვა რუსეთში გადაწყვიტა, მაგრამ თავად ფეხბურთელს ძალიან უნდოდა იურგენ კლოპის „დორტმუნდში“ თამაში. რადარზე ინგლისური „საუთჰემპტონიც“ ჩანდა..
„იმ პერიოდში ბევრი ფეხბურთელი იყენებდა „საუთჰემპტონს“, როგორც ტრამპლინს. ბევრი ფეხბურთელი გაიყიდა, თუნდაც „ლივერპულში“. "ფეხბურთელები თითქოს ყველაფერს აკეთებდნენ „საუთჰემპტონისთვის“, მაგრამ რეალურად, ისინი თავის თავზე უფრო ფიქრობდნენ, ვიდრე გუნდზე..“ - განაცხადა „წმინდანების“ სპორტულმა დირექტორმა ადამ ლეიჩმა
თავად სენეგალელმა ფეხბურთელმა იდეალურად შეაჯამა თავისი საფეხბურთო კარიერა:
„“ზალცბურგში“ მე ნამდვილი ფეხბურთი აღმოვაჩინე, „საუთჰემპტონში“ საქმეები თავის ადგილზე დავაყენე და ევროპულ დიდ კლუბში გადასასვლელად მოვემზადე..“
მანეს ბრიტანული კარიერა კარგად არ დაიწყო. პრემიერ ლიგის 67 მატჩიდან 46-ში ვერც გოლი გაიტანა და ვერც საგოლე გადაცემა შეასრულა. ყველაფერი 2015 წლის 16 მაისს „ასტონ ვილას“ წინააღმდეგ შეიცვალა, როდესაც სადიომ პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი ჰეთ-თრიკი შეასრულა. მას ამისთვის 2 წუთი და 56 წამი დასჭირდა. მანემ ამ საქციელს "გამომწვევი" უწოდა და განმარტა: "ჩემს თავს ვუთხარი, რომ შეცდომის დაშვების უფლება აღარ მქონდა. ჩემს თავს ვუთხარი, რომ სხვა ეტაპი გავიარე და ამიერიდან ყველაფერი შესაძლებელი იყო.”
საბოლოო ჯამში, იმ სეზონში მანეს კარგი თამაშის წყალობით „წმინდანებმა“ პრემიერ ლიგა მე-7 ადგილზე დაასრულეს. სენეგალელს განსაკუთრებით რონალდ კუმანი აქებდა და ამაყობდა, რომ სადიო მის გუნდში თამაშობდა..
მიუხედავად ამისა, მათ შორის კონფლიქტი მაინც წარმოიშვა. 2016 წელს, „საუთჰემპტონი“ „ნორვიჩთან“ 0:1 დამარცხდა. მანემ თამაშზე დააგვიანა და კუმანმა არ შეიყვანა. ნიდერლანდელმა სენეგალელი საჯაროდ გააკრიტიკა და ეს უაზრო მიზეზით გააკეთა. კუმანს სურდა ყველას ეფიქრა, რომ მასზე მაღლა გუნდში არავინ იდგა..
მიუხედავად ამისა, მანეს სატრანსფერო ღირებულება იზრდებოდა და ამ ყველაფერს იურგენ კლოპი ადევნებდა თავს..
მოგვიანებით მანემ აღიარა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლასთან ახლოს იყო, მაგრამ საბოლოოდ ბრძოლაში „ლივერპულმა“ გაიმარჯვა. თავდაპირველად 34 მილიონი ევროს გადახდა სარისკოდ ჩანდა, რადგან მერსისაიდულ დერბიში სენეგალელმა ცუდად ითამაშა. საბოლოოდ, მის ადაპტაციაზე კლოპმა იმოქმედა. გერმანელი სპეციალისტი თავის შეგირდს გამუდმებით ესაუბრებოდა და ყველაფერში ეხმარებოდა.
ცნობილი გახდა, რომ „ლივერპულს“ კოუტინიო ტოვებდა, ხოლო გუნდის ახალ ლიდერად იურგენი მანეს მოიაზრებდა. მწვრთნელმა ფეხბურთელი ამაში დაარწმუნა და ყველაფერი გაცილებით მარტივი გახდა..
მოჰამედ სალაჰის ტრანსფერმა მანეს თავის საყვარელ მარცხენა ფლანგზე დაბრუნების საშუალება მისცა. მას ენდრიუ რობერტსონიც ეხმარებოდა და შესანიშნავი დუეტი ვიხილეთ. ასეთი კარგი თამაშის წყალობით, სადიომ საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელის ტიტული დაისაკუთრა.. ეს მისთვის ახდენილი ოცნება იყო..
თუ ადრე ის მხოლოდ შოუმენი იყო, რომელიც საგოლე გადაცემებს არიგებდა, ახლა თავად დაიწყო დიდებული გოლების გატანა და „ლივერპულის“ ლიდერი გახდა. მან და სალაჰმა დიდებული დუეტი შექმნეს..
საბოლოოდ, ყველა კარგი ზღაპარი ადრე, თუ გვიან მთავრდება.. სწორედ ასე დასრულდა მანეს და „ლივერპულის“ ზღაპარი.. ალბათ მის კარიერაში ყველაზე არასწორი ნაბიჯი მიუნხენის „ბაიერნში“ გადასვლა იყო, სადაც ვერც თავისი ფეხბურთი ითამაშა და გუნდშიც დიდად არ უყვარდათ..
ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატამდე მიღებული ტრავმით დაიწყო და ლეროი სანესთან ფიზიკური კონფლიქტით დასრულდა.. 1 წლის შემდეგ, სენეგალელი ფეხბურთელი „ალ ნასრში“ გადავიდა, სადაც კოლოსალურ ანაზღაურებას იღებს და თავის მშობლიურ სოფელს კიდევ უფრო მეტად ეხმარება..
„ბიჭი, რომელმაც საკუთარი სოფელი ააღორძინა“ - სადიო მანე..