ნიკა ნინუა, პაოკ, ვასილიოს გორდეზიანი
Aa
Aa

ნინუას პასით გაიტანა - გორდეზიანმა ორ მატჩში 2 გოლი შეაგდო

პაოკ-ის B გუნდის 21 წლის ქართველმა ფორვარდმა ვასილიოს გორდეზიანმა საბერძნეთის რანგით მეორე ლიგაში საწყირ ორ ტურში 2 გოლი შეაგდო.

პირველ ტურში პაოკ-ის სარეზერვო გუნდმა შინ „აპოლონ პონტუ’’ 4:0 დაამარცხა. გორდეზიანმა 90 წუთი ითამაშა, მესამე გოლი მის ანგარიშზეა. მეორე ტურში შინ „კამპანიაკოსთან’’ 2:3 დამარცხდნენ. გორდეზიანის გოლით ანგარიში 2:1 გახდა, საგოლე პასი ნიკა ნინუამ შეასრულა. საბოლოოდ შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით დასრულდა.

გორდეზიანი პაოკ-ის აღზრდილია, პირველ გუნდში მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა, ორივე გასული სეზონის დასაწყისში, „პანათინაიკოსთან’’ (4 წუთი) და „ლევადიაკოსთან’’ (61 წუთი) ითამაშა.

შეგახსენებთ, ვასილიოს გორდეზიანმა საქართველოს ნაკრებში თამაში გადაწყვიტა, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საწყის ორ ტურში სასტარტოში ითამაშა, 1 გოლი გიბრალტარს გაუტანა, მოლდოვასთან ჯადული იობაშვიის ერთადერთი გოლით მოვიგეთ.

რაც შეეხება 24 წლის ნიკა ნინუას, პაოკ-ის მეორე გუნდში საწყის ორ ტურში სასტარტოში ითამაშა, პირველ ტურში 65-ე წუთზე შეცვალეს, მეორე ტურში - 83-ე წუთზე.

2020 წლის ზაფხულში ნინუა თბილისის ,,დინამოდან'' 850 000 ევროს სანაცვლოდ სალონიკის პაოკ-ში გადავიდა, თუმცა ქართველმა ნახევარმცველმა ბერძნულ კლუბში ადგილი ვერ დაიმკვიდრა (12 მატჩი, 2 გოლი, 2 საგოლე პასი), იჯარით „ანორთოსისსა'' და „ლამიაში'' ითამაშა, ამ ეტაპზე პაოკ-ის მეორე გუნდში თამაშობს, კლუბთან კონტრაქტი ამ სეზონის შემდეგ, 2024 წლის ზაფხულში ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები