გორგოძის 58-ე ტიტული - იტალიაში საერთაშორისო ტურნირი მოიგო
ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ იტალიაში, კერძოდ სანტა მარგერიტა დი პულაში წყვილთა შორის საერთაშორისო ტურნირი მოიგო, რომლის საპრიზო ფონდი 25 ათას აშშ დოლარს შეადგენდა.
გორგოძისა და გერმანელი ჩოგბურთელის, კატარინა პობგარსკის წყვილმა მეოთხედფინალში კოზაკოვა-ვარგოვას დუეტი ორ სეტში, 7:5, 6:3 დაამარცხა, ნახევარფინალში კოლმენსა და კლასენს აჯობა - 6:2, 6:3. რაც შეეხება ფინალს, ესპანელ კავალესა და იტალიელ რეიმერსის წყვილს 6:2, 6:4 მოუგეს.
გასულ ზაფხულში, აგვისტოში, ეკატერინე გორგოძემ წყვილთა შორის ვროცლავის საერთაშორისო ტურნირი მოიგო. საერთო ჯამში კარიერაში მის ანგარიშზე 58 ტიტულია, მათგან 33 წყვილთა შორის.
კრისტალსპორტი - ეკატერინე გორგოძის გენერალური სპონსორი