ლევან მაისაშვილი, ბორჯრალოსნები
Aa
Aa

დიდებული პირველი ტაიმის შემდეგ საქართველო ფიჯისთან დამარცხდა

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში საქართველო ფიჯის დაუპირისპირდა და სამწუხაროდ 12:17 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ „ბორჯღალოსნებმა“ პირველი ტაიმი 9:0 მოიგეს.

პირველ ტაიმში უპირატესობას მაისაშვილის შეგირდები ფლობდნენ, რაც ანგარიშზეც აისახა. ანგარიში საჯარიმო დარტყმით მე-6 წუთზე მატკავამ გახსნა. მე-13 წუთზე ზამთარაძემ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად ნიორაძე გამოვიდა.

ზუსტად 5 წუთის შემდეგ, კიდევ ერთი ბორჯღალოსანი დაშავდა და მაისაშვილს იძულებითი ცვლილება მოუწია. ამჯერად ჯაიანმა მიიღო ტრავმა და მის ნაცვლად ჭეიშვილი ვიხილეთ მოედანზე. მე-20 წუთზე ნინიაშვილმა საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ტაბლოზე 6:0 დაფიქსირდა. 32-ე წუთზე ნინიაშვილმა კიდევ ერთი ჯარიმა შეასრულა ზუსტად და ანგარიში 9:0 გახდა.

პირველი ტაიმის მიწურულს, „ბორჯღალოსნებმა“ ლელო დადეს, თუმცა მსაჯმა არ ჩათვალა. ამის მიზეზი, შეტევის დროს შემთხვევით გაკეთებული წინ პასი იყო. მეორე ნახევარში, ფიჯი გააქტიურდა, რაც ანგარიშში აისახა. მეორე ტაიმში ფიჯიმ 2 ლელო დადე, 2 ზუსტი გარდასახვა შეასრულა და ერთი ზუსტი ჯარიმაც მიითვალა. მატჩის მიწურულს, საქართველომ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, მაგრამ დრო ძალიან ცოტა იყო დარჩენილი და საბოლოო ჯამში ლევან მაისაშვილის შეგირდები დამარცხდნენ.

ცნობისთვის, ამ წაგების შემდეგ, „ბორჯღალოსნებს“ 3 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილს იკავებენ. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველო უელსს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დუოს“ დაბრუნება - კვარას საგოლე პასი, ოსიმენის გოლი და 3 ქულა
“დუოს“ დაბრუნება - კვარას საგოლე პასი, ოსიმენის გოლი და 3 ქულა