ლეჩეს მწვრთნელი: “ნაპოლის კვარას ხარისხი აქვს“
სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „ლეჩეს“ ესტუმრა და დამაჯერებლად 4:0 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. კვარამ 51-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა.
მატჩის დასრულების შემდეგ, „ლეჩეს“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ კომენტარი გააკეთა.
რა თქვა დ’ავერსამ?
„როდესაც „ნაპოლის“ დონის გუნდს ხვდები და გოლის გატანის შანსს ხელიდან გაუშვებ, ყოველთვის ისე წააგებ, როგორც დღეს ჩვენ წავაგეთ. მათ აქვთ კვარაცხელიას ხარისხი, რომელმაც ოსიმენს ეფექტური საგოლე პასი გაუკეთა. სამწუხარო ის არის, რომ ეს გოლი კონტრ-შეტევის დროს მივიღეთ.
„ნაპოლიმ“ დღეს ის ფეხბურთი ითამაშა, რომლითაც სკუდეტო მოიგო. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ 1:0-ის დროს კვარაცხელია ჟენდრის ბურთის წასართმევად 50 მეტრის სიგრძეზე გაეკიდა. 4:0 წავაგეთ და ახლა შემდეგი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ.“
ცნობისთვის, რუდი გარსიამ ქართველი ფეხბურთელი 58-ე წუთზე გაიყვანა და მის ნაცვლად რასპადორი გამოიყვანა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეში „პარტენოპეი“ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.
ხვიჩას ყველა მომენტი ლეჩესთან