გარსია: “კვარა და ანგისა საუკეთესო დონეს დაუბრუნდნენ“
სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლი“ „ლეჩეს“ ესტუმრა და დამაჯერებლად 4:0 დაამარცხა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა. კვარამ 51-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენს საგოლე პასი გაუკეთა.
მატჩის დასრულების შემდეგ, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ კომენტარი გააკეთა.
რა თქვა გარსიამ?
„აბსოლუტურად ყველა საკუთარ დონეს უბრუნდება. განსაკუთრებით კვარა და ანგისა. ბოლო სამ თამაშში საუკეთესო დონეს დაუბრუნდნენ და ეს გუნდს მეტი უწყვეტობის პოვნაში ეხმარება. დღევანდელი მატჩის დროს მშვიდად ვიყავი და ვფიქრობდი, რომ მარტივად გავიმარჯვებდით. ჩოლიტოს კარგი მატჩი ჰქონდა. გუნდმა ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო და ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.
ჩემპიონთა ლიგა? ახლა ამაზე საუბარი ადრეა. იქამდე 3 დღე დარჩა და პრესკონფერენციაც ჩასატარებელი მაქვს. ახლა ნურაფერს მკითხავთ. მიხარია, რომ გუნდში ტრავმები არ არის. ჩაგდებული პერიოდის შემდეგ, გულშემატკივრების წინაშე უნდა „გამოვჯანმრთელდეთ““.
ცნობისთვის, რუდი გარსიამ ქართველი ფეხბურთელი 58-ე წუთზე გაიყვანა და მის ნაცვლად რასპადორი გამოიყვანა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღეში „პარტენოპეი“ ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.
ხვიჩას ყველა მომენტი ლეჩესთან