თეთრაძე საბურთალოს აღარ გაწვრთნის - მისი სავარაუდო შემცვლელი ცნობილია
CrystalSport-ის ცნობით, „საბურთალო’’ მთავარმა მწვრთნელმა ომარ თეთრაძემ დატოვა. მიზეზი გუნდის წარუმატებელი გამოსვლაა. დიდი ალბათობით მას უჩა სოსიაშვილი შეცვლის, რომელიც „საბურთალოს'' მეორე გუნდს წვრთნიდა. პოსტის დაკავების კანდიდატებს შორის სოსიაშვილი ფავორიტია.
ბოლო პერიოდში თბილისურ კლუბს ჩავარდნა დაეწყო, ბოლო 8 მატჩიდან 5 დათმო, 1 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 2 მოიგო. ამ ეტაპზე „საბურთალო'' 45 ქულით მესამე ადგილზეა, მეორეადგილოსან თბილისის „დინამოს'' 7 ქულით ჩამორჩება, ლიდერ ბათუმის „დინამოს'' - 14 ქულით.
წყალტუბოს „სამგურალთან’’ მარცხის (0:1) შემდეგ კლუბის დამფუძნებელი ტარიელ ხეჩიკაშვილი გასახდელში ჩავიდა და ფეხბურთელებთან ხმამაღალი საუბარი ჰქონდა. ამის შემდეგ ომარ თეთრაძემ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, ხეჩიკაშვილის ფეხბურთელებისადმი დამოკიდებულება მისთვის მიუღებელი იყო. „სამგურალთან’’ მარცხის შემდეგ თეთრაძეს ვარჯიში აღარ ჩაუტარებია, სავარჯიშო პროცესს გუგა ნერგაძე უძღვებოდა, თუმცა შემდეგ ვითარება შეიცვალა, თეთრაძე „საბურთალოში'' დაბრუნდა, თუმცა დროებით, „სამგურალთან'' მარცხის შემდეგ „საბურთალომ'' „თელავთან'' და თბილისის „დინამოსთან'' დაკარგა ქულები. სამივე მატჩი „საბურთალომ'' იდენტური ანგარიშით დათმო. თბილისის „დინამოსთან'' მარცხის შემდეგ ომარ თეთრაძე გუნდიდან საბოლოოდ წავიდა. გუნდი ასევე დატოვა მისმა ასისტენტმა გიორგი ნავალოვსკიმ. შესაძლოა, „საბურთალო'' ომარ თეთრაძის სამწვრთნელო სტაფის სხვა წევრებმაც დატოვონ.
საინტერესოა, რომ „სამგურალთან'' მარცხის შემდეგ გუნდს თეთრაძის ასისტენტი გუგა ნერგაძე ამზადებდა, კლუბმა ნერგაძეს უთხრა, რომ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას შეასრულებდა, თეთრაძე უნდა შეეცვალა, თუმცა შემდეგ კლუბმა გადაწყვეტილება შეცვალა და თეთრაძე დააბრუნა. გამომდინარე იქიდან, რომ „საბურთალომ'' გადაწყვეტილება შეცვალა, ნერგაძემ გუნდიდან წასვლა გადაწყვიტა. კლუბის მენეჯმეტს გადადგმულ ნაბიჯებში დამაჯერებლობა აკლდა. ნერგაძე „საბურთალოდან'' „თელავთან'' მატჩის წინ წავიდა, მას შემდეგ რაც თეთრაძის დაბრუნება დადასტურდა.
ფოტო: „საბურთალოს'' პრესსამსახური