ინტერ მაიამი, დევიდ ბექჰემი
Aa
Aa

“ეს ყველაფერი უსაფუძვლოა“ - ბექჰემი LGBTQ+ საზოგადოებამ გააკრიტიკა

დევიდ ბექჰემსა და კატარელ ბიზნესმენებს შორის საკმაოდ მსუყე პარტნიორობა არსებობს. ამის გამო, ინგლისელი ვარსკვლავი LGBTQ+ საზოგადოებამ გააკრიტიკა.

მხარეებს შორის 10-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და „ინტერ მაიამიმ“ 150 მილიონი დოლარი მიიღო. ამ საკითხზე, ინგლისის ნაკრების ყოფილ კაპიტანს საჯაროდ არასდროს უსაუბრია, მაგრამ ახლა დუმილი დაარღვია.

ბექჰემი:

„ზოგადად, სანამ ვინმესთან თანამშრომლობას დავიწყებ, მათზე ბევრს ვარკვევ. მინდოდა, რომ კატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა მიმეღო და ფეხბურთის განვითარებაში ჩემი წვლილი შემეტანა.

რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ჩემს გადაწყვეტილებას კითხვები და კრიტიკა მოჰყვებოდა, მაგრამ მე ყოველთვის მჯეროდა, რომ ფეხბურთი ყველაზე დიდი იარაღია. კატარში 1 თვე გავატარე და ერთი ადამიანიც კი არ შემხვედრია LGBTQ+ საზოგადოებიდან, რომელმაც დაიჩივლა, რომ სადმე არ შეუშვეს. ეს ყველაფერი არის სიცრუე და ჩემს წინააღმდეგ აგორებული კრიტიკა უსაფუძვლოა.“

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტადიონებზე LGBTQ+ საზოგადოება დაშვებული არ იქნებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ასეთ ფაქტი გამოვლინდებოდა, აღნიშნულ ადამიანებს სამართალდამცავები თავისუფლების აღკვეთით დასჯიდნენ.

დევიდ ბექჰემი LGBTQ+ საზოგადოებას ყოველთვის ღიად უჭერდა მხარს და მისი კატართან თანამშრომლობა სწორედ ამიტომ იყო უცნაური და ბევრისთვის გაუგებარი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბუნდესლიგას დაემსგავსა? სიტი წელს პრემიერ ლიგას თებერვალში მოიგებს“
„ბუნდესლიგას დაემსგავსა? სიტი წელს პრემიერ ლიგას თებერვალში მოიგებს“