„არ შეიძლება მხოლოდ კარგი ნახევარი სეზონისთვის ხელფასი გაუსამმაგონ...“
იტალიელი ჟურნალისტი ჯოვანი კაპუანო იმ მცირერიცხოვან ადამიანთა ნაწილს მიეკუთვნება, რომელიც „ნაპოლის“ ქმედებებს ამართლებს და თვლის, რომ კლუბმა კვარაცხელიასა და ოსიმენს ჯერჯერობით ახალი გაუმჯობესებული ხელშეკრულებები არ უნდა შესთავაზოს.
„არ მჯერა, რომ ახალი კონტრაქტის პირობების არქონა ოსიმენსა და კვარაცხელიას ცუდ გავლენას ახდენს. ბოლონიაში ოსიმენს გაფუჭებული პენალტის მიუხედავად მაინც კარგი მატჩი ჰქონდა და ერთ-ერთი საუკეთესოც იყო.
რაც შეეხება კვარას, მას ჩავარდნა ჯერ კიდევ გასული სეზონის შუა ნაწილიდან დაეწყო. კლუბებს სრული უფლება აქვთ, რომ ახალი კონტრაქტის პირობების ვადები თავად დააწესონ. არ შეიძლება ფეხბურთელს მხოლოდ კარგად ჩატარებული ნახევარი სეზონის გამო ხელფასი გაუსამმაგო.
სწორია, რომ ნაპოლი ამ საკითხებზე ჯერ კიდევ მსჯელობს. ვთვლი, რომ ამას ყურადღება ქომაგებმაც უნდა მიაქციონ, რომლებიც კლუბზე ზეწოლას ახდენენ, რათა თავიანთი კუმირები არ დაკარგონ“.
- განაცხადა კაპუანომ.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელია გუნდში არსებულ 22 ფეხბურთელს შორის თითქმის ყველაზე დაბალი ანაზღაურებით მე-20 ადგილზე იმყოფება.