ხვიჩა კვარაცხელია, კრისტიანო ჯუნტოლი
Aa
Aa

ჯუნტოლი: რომ არა ომი, კვარას ამ ფასად ვერ გავიფორმებდით

კრისტიანო ჯუნტოლი არის ადამიანი, რომელმაც ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ ტრანსფერში დიდი როლი შეასრულა. ნეაპოლელთა ყოფილი და ამჟამად „იუვენტუსის“ სპორტული დირექტორი მისი მუშაობის მეთოდებზე საუბრობს.

„რაც შეეხება სკაუტინგს, აქ მე დიდი პროფესიონალიზმი ვიპოვე. დღეს, ფეხბურთში ყველამ ყველაფერი იცის. რთულია სხვას აჯობო და ბიზნესი დაბალ ფასად აწარმოო. ნეაპოლში რამდენიმე დამთხვევა შევნიშნე: რომ არა ომი, კვარას ამ ფასად ვერ გავიფორმებდით. და პანდემიის გამო დაპაუზებული ფეხბურთი რომ არა, შესაძლოა ოსიმენს საფრანგეთში 30 გოლი გაეტანა და პრემიერ ლიგაში მოხვედრილიყო.

რა მეთოდებს ვიყენებ მუშაობისას? მე ვარ ადამიანი, რომელიც ბევრს მუშაობს, რომელიც ყურადღებას აქცევს მწვრთნელებთან, ფეხბურთელებთან და პერსონალთან მუშაობის პროცესს. ასევე აგენტებთან ურთიერთობას. მიყვარს კულისებში ყოფნა და ცოტა ლაპარაკი. ფეხბურთი არ არის ერთი ადამიანის შოუ, ჩვენ იუვენტუსის დაბრუნება მხოლოდ ერთად შეგვიძლია. მე ვარ ადამიანი, ვინც ყველას აერთიანებს“.

- ამბობს ჯუნტოლი Repubblica-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ ჯუნტოლიმ გასულ ზაფხულს კვარაცხელიასა და კიმის ტრანსფერებით „იუვენტუსის“ ყურადღება მიიპყრო და 1 წლის შემდეგ, ტურინელთა ბანაკში გადაბარგდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„6-თვიანი იმედგაცრუება დასრულდა“ | Daily Mail-მა კვარაცხელიაზე დაწერა
„6-თვიანი იმედგაცრუება დასრულდა“ | Daily Mail-მა კვარაცხელიაზე დაწერა