სადებიუტო გოლი დენ ბოსხში | ოგბაიძემ ნიდერლანდებში გაიტანა
ნიდერლანდების რანგით მეორე დივიზიონის მე-8 ტურში, შაკო ოგბაიძის „დენ ბოსხი“ „გრონინგენს“ სტუმრად დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვება იზეიმა და მეტოქეს 3:0 სძლია.
ოგბაიძემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და საკუთარი გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. 67-ე წუთზე, ახალგაზრდა ქართველმა კარგი კომბინაცია დააგვირგვინა და „დენ ბოსხის“ უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა. ოგბაიძემ მოედანზე 82 წუთი გაატარა და შემდეგ ადგილი სალაჰ მჰანდს დაუთმო.
GOAAAAL
— Dutch Goal Videos ???????????????? (@DutchLeagues) September 29, 2023
Shalva Ogbaidze
FC Groningen: 0-2 :Den Bosch#grodbopic.twitter.com/QQEOgC8ZRQ
ცნობისთვის, ოგბაიძემ „დენ ბოსხში“ სადებიუტო გოლი გაიტანა. მან ნიდერლანდური კლუბის მაისურით მე-5 შეხვედრა ჩაატარა და თავი პირველად გამოიჩინა.
8 ტურის შემდეგ, „დენ ბოსხს“ 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციას იკავებს. ქართველი ფეხბურთელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 6 ოქტომბერს გამართავს და საკუთარ კედლებში „ეინდჰოვენს“ დაუპირისპირდება, რომელსაც 11 ქულა აქვს.