მაგარ საგოლე პასთან ახლოს იყო | ალ-ნასრიმ რონალდუს გოლით მოიგო
საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-8 ტურში, კრიშტიანუ რონალდუსა და სადიო მანეს „ალ-ნასრი“ სტუმრად „ალ-ტაეს“ დაუპირისპირდა. „ალ-ნასრიმ“ ყველა ტურნირის ეგიდით, ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო (ჩემპიონატში ზედიზედ მეექვსე) და 3 ქულა პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის გოლით აიღო.
შეხვედრაში ანგარიში „ალ-ნასრმა“ გახსნა. რონალდუმ საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი პასი კი ანდერსონ ტალისკამ გამოიყენა. 10 წუთში, კრიშტიანუმ ტალისკას კიდევ ერთხელ გაატანინა და მას მაკრატელათი უპასა, მაგრამ რონალდუმ მაგარი გადაცემა თამაშგარე მდგომარეობის გამო ვერ ჩაიწერა.
Cristiano Ronaldo with a bicycle kick pass to Talisca, but he’s offside.
— TC (@totalcristiano) September 29, 2023
What an assist that would have been… pic.twitter.com/OGAFCi5kqf
„ალ-ნასრიმ“ პირველი ტაიმი მინიმალური ანგარიშით მოიგო - 1:0. 79-ე წუთზე, „ალ-ტაემ“ წონასწორობა აღადგინა და მისიჯანის გოლით 1:1 გახადა. მატჩში გადამწყვეტი სიტყვა ისევ რონალდუმ თქვა, რომელმაც ხელით თამაშის გამო დანიშნული პენალტი გამოიყენა და საკუთარ გუნდს 2:1 მოაგებინა.
ამრიგად, „ალ-ნასრის“ 18 ქულა აქვს და „ალ-იტიჰადსა“ და „ალ-ტაევონს“ 1 ქულით ჩამორჩება. რონალდუს გუნდი მომდევნო შეხვედრას 2 ოქტომბერს გამართავს და აზიის ჩემპიონთა ლიგაზე „ისთიქლოლ დუშანბეს“ დაუპირისპირდება.