ტაისონ ფიური, ოლექსანდრ უსიკი
Aa
Aa

კონტრაქტს ხელი მოაწერეს | ფიური და უსიკი იჩხუბებენ

ტაისონ ფიური, რომელიც WBC-ის საჩემპიონო ქამარს ფლობს, WBA-ის, IBF-ისა და WBO-ს ქამრების მქონე ოლექსანდრ უსიკს დაუპირისპირდება. „ბოშათა მეფე“ ამბობდა, რომ უკრაინელ მოკრივესთან ჩხუბი მას არაფერს მისცემდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვითარება შეიცვალა.

ფიური და უსიკი აბსოლუტური ჩემპიონის სტატუსისთვის იბრძოლებენ და მათ კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერეს. „ბოშათა მეფემ“ სოციალურ ქსელში პოსტიც გამოაქვეყნა და ცნობილია, რომ ფიური და უსიკი აბსოლუტური ჩემპიონის სტატუსისთვის იჩხუბებენ.

ბრძოლის გამართვის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით არაა გარკვეული, მაგრამ ცნობილია, რომ მას საუდის არაბეთი უმასპინძლებს. ESPN-ის ინფორმაციით, უსიკისა და ფიურის ჩხუბი დეკემბერში ან 2024 წლის იანვარში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ფიური დაუმარცხებელია და მის ანგარიშზე 33 გამარჯვება და 1 ფრეა. ბოლოს მან დერეკ ჩისორასთან იჩხუბა, 28 ოქტომბერს კი ფრენსის ნგანუს უნდა დაუპირისპირდეს. უსიკს რაც შეეხება, მან 26 აგვისტოს დანიელ დუბუა დაამარცხა და 21 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სამწუხაროა, რაც მოხდა“ | ოსიმენის საქმეში ნიგერიის მთავრობაც ჩაერთო
„სამწუხაროა, რაც მოხდა“ | ოსიმენის საქმეში ნიგერიის მთავრობაც ჩაერთო