ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„სამწუხაროა, რაც მოხდა“ | ოსიმენის საქმეში ნიგერიის მთავრობაც ჩაერთო

ვიქტორ ოსიმენისა და „ნაპოლის“ ხელმძღვანელთა შორის არსებული ურთიერთობა რამდენიმე დღეა, იტალიური პრესის მთავარი სასაუბრო თემაა. „ტიკტოკზე“ გამოქვეყნებული დამცინავი ვიდეოს შემდეგ, მხარეებს შორის კონფლიქტი წარმოიშვა და ამ საკითხთან დაკავშირებით, კომენტარი ნიგერიის სპორტის მინისტრმა, ჯონ ოვან ენომაც გააკეთა.

„გასულ უქმეებზე, ნეაპოლში, ვიქტორ ოსიმენის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა ძალიან დამამწუხრა. ჩემი ოფისი ცდილობს, მას უშუალოდ დაუკავშირდეს, რათა მისგან გაიგოს, პრობლემები რაშია. ასევე, კონტაქტი მაქვს საგარეო საქმეთა მინისტრთან და იტალიაში ჩვენს ელჩთან. დიპლომატიურ გზებს ვიყენებდი, რათა მისი პრობლემები გამოვიკვლიოთ.

ჩვენი ადმინისტრაციის მიზანია, ჩვენმა სპორტსმენებმა მიიღონ პატივისცემა, რომელსაც იმსახურებენ და არ გახდნენ უსამართლობის, დისკრიმინაციისა და შეუსაბამო მოპყრობის მსხვერპლი, რამაც შეიძლება, მათი კარიერა შეცვალოს“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ, „პარტენოპეიმ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ კლუბის მიზანი შეურაცხყოფა ან დაცინვა კლუბის მიზანი არ ყოფილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საზონოვის აღიარება - ქომაგებმა ლაციოსთან მატჩში საუკეთესოდ დაასახელეს
საზონოვის აღიარება - ქომაგებმა ლაციოსთან მატჩში საუკეთესოდ დაასახელეს