კრიშტიანუ რონალდუ, გარი ნევილი
Aa
Aa

გარი ნევილი: „რონალდუს ლიდერობის სტილი უნდა შეეცვალა, მაგრამ ეს არ გააკეთა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გარი ნევილმა კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა. ინგლისელმა უკანახაზელმა რონალდუს ლიდერის თვისებები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და ყურადღება იმ პერიოდზე გაამახვილა, როცა კრიშტიანუ „ოლდ ტრაფორდზე“ მეორედ გადავიდა.

„ვფიქრობ, გოლების მხრივ, კარგი სამუშაო გასწია, მაგრამ ისეთი ხასიათი და პიროვნული თვისებები აქვს, რომ მის დონესთან შეუსაბამო თანაგუნდელების მიღება უჭირს. როცა გასახდელში და საფეხბურთო სამყაროში ლიდერის სტატუსი გაქვს, სხვებისთვის ცოდნის გადასაცემად, მენტორობის გასაწევად და ახალგაზრდა ფეხბურთელების გასაწვრთნელად სხვადასხვანაირი გზები არსებობს.

ჩემი აზრით, კრიშტიანუს საკუთარი ლიდერობის სტილი უნდა შეეცვალა და ადაპტირებულიყო იმ ფეხბურთელებთან, რომლებსაც მაშინ მანჩესტერში მენტორობა, ვარჯიში და პროგრესის მიღწევა სჭირდებოდათ. ამის ნაცვლად, რონალდუ მათზე გაბრაზებული და იმედგაცრუებული იყო და ხანდახან ეს მატჩის მიმდინარეობის დროსაც ჩანდა. როცა 35-36 წლის ხარ და გასახდელში გყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები და შენზე ნაკლებად ნიჭიერი მოთამაშეები, რომლებსაც შენი იმედი აქვთ, არსებობს სხვადასხვა გზები, რათა მათი მენტორი, მწვრთნელი და რაღაც კუთხით, მათი მამა გახდე“.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის 2021-22 წლების სეზონში, რონალდუმ მონაწილეობა 30 შეხვედრაში მიიღო და 18 გოლი გაიტანა. 2022-23 წლების სეზონში, მან მხოლოდ 10 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურია VS ვოლკი მაგარი ჩხუბი იქნება“ - ილიას ექს-მეტოქე ჩემპიონის მოგებას ვარაუდობს
„თოფურია VS ვოლკი მაგარი ჩხუბი იქნება“ - ილიას ექს-მეტოქე ჩემპიონის მოგებას ვარაუდობს