ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი, რობერტო დ’ავერსამ
Aa
Aa

ლეჩეს თავკაცი: „ნაპოლი სრულყოფილი გუნდია, ოსიმენი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა“

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ მომდევნო შეხვედრას ხვალ გამართავს და „ლეჩეს“ დაუპირისპირდება. წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, „ჯალოროსის“ თავკაცმა, რობერტო დ’ავერსამ „პარტენოპეიზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ „ნაპოლი“ სრულყოფილი გუნდია.

„კონკრეტულ სიტუაციებში უფრო მეტი სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, მაგრამ დაცვაში ყოფნას არ ვაპირებთ და აუცილებლად შევუტევთ. იმ სირთულეების ჩამოთვლა რომ დავიწყო, რომლებსაც ნაპოლისთან მატჩში შევეჩეხებით, საუბარს ვერასდროს დავასრულებ. პარტენოპეი იტალიის მოქმედი ჩემპიონია, სრულყოფილი გუნდი ჰყავს და მის რიგებში ხარისხიანი და უნარიანი ფეხბურთელები თამაშობენ.

ვიქტორ ოსიმენი სიღრმიდან უტევს და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ნაპოლი სრულყოფილი გუნდია, რომელსაც იუვენტუსისგან განსხვავებით, დრიბლინგი ძალიან უყვარს. უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად კარგი თამაში ვაჩვენოთ. თუ მოედანზე გასვლისას ჩვენი განწყობა ჩამორჩენის აღმოფხვრა იქნება, არაფერი გამოგვივა და ამის უფლება არ გვაქვს“.

შეგახსენებთ, რომ „ლეჩემ“ ახალი სეზონი კარგად დაიწყო და 6 ტურში მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. „ჯალოროსის“ 11 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციას იკავებს. „ლეჩე“ პირველად გასულ ტურში, „იუვენტუსთან“ დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სწორედ ამიტომ აღნიშნა გოლი ასე ემოციურად“ - ზურიკომ კვარაზე ისაუბრა
„სწორედ ამიტომ აღნიშნა გოლი ასე ემოციურად“ - ზურიკომ კვარაზე ისაუბრა