„თოფურია VS ვოლკი მაგარი ჩხუბი იქნება“ - ილიას ექს-მეტოქე ჩემპიონის მოგებას ვარაუდობს
UFC-ის ქართველი მებრძოლის, ილია თოფურიას ყოფილმა მეტოქემ, ბრაის მიტჩელმა „ელ მატადორისა“ და ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ალექსანდრ ვოლკანოვსკის შესაძლო ბრძოლაზე ისაუბრა. დიდი ალბათობით, ილიას მომდევნო მეტოქე სწორედ „ვოლკი“ იქნება და მიტჩელი ჩემპიონის გამარჯვებას ვარაუდობს.
„ვფიქრობ, შესანიშნავი ჩხუბი იქნება. ეჭვგარეშეა, რომ თოფურია ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ბრწყინვალე გამოსვლას აჩვენებს. მგონია, რომ ვოლკანოვსკის მცირე უპირატესობა აქვს, რადგან 5-რაუნდიან ბრძოლებში გამოცდილი და ოდნავ უფრო მრავალმხრივი მებრძოლია.
ჩემი აზრით, ეს ბრძოლა პარტერში არ გადავა. დგომში იჩხუბებენ და მგონია, რომ საოცარ შოუს ვიხილავთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ვოლკანოვსკის მცირე უპირატესობას ვაძლევ გამომდინარე იქიდან თუ კარიერის რა ეტაპზე იმყოფება და ამ ჩხუბის გამართვის პერსპექტივა ძალიან მომწონს“.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია და ბრაის მიტჩელი ერთმანეთს 2022 წლის 11 დეკემბერს დაუპირისპირდნენ და „ელ მატადორმა“ მეორე რაუნდში მოპოვებული ფინიშით იმარჯვა. თოფურიასთან წაგების შემდეგ, მიტჩელი დენ იგეს დაუპირისპირდა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით იმარჯვა.