დარწმუნებული ვარ, გამარჯვებისთვის ყველაფერს გააკეთებენ - ზურიკო ბორჯღალოსნებზე
„ბორდოს'' ქართველმა ლეგიონერმა ზურიკო დავითაშვილმა CrystalSport-თან ვრცელ ექსკლუზიურ ინტერვიუში ბევრ თემაზე ისაუბრა, მათ შორის „ბორჯღალოსნების'' მსოფლიო თასზე გამოსვლასაც შეეხო. ხვალ, ლევან მაისაშვილის გუნდი ბორდოში ფიჯის შეხვდება.
„ბორდოს'' ქართველ ლეგიონერს CrystalSport-ის ჟურნალისტი ირაკლი გოგვაძე ესაუბრა, რომელიც ამჟამად საფრანგეთში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება და საფრანგეთიდან ექსკლუზიურ მასალებს აქვეყნებს. ირაკლიმ ზურიკო დავითაშვილთან საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. გთავაზობთ ნაწყვეტს, რომელიც „ბორჯღალოსნებზე'' საუბარს ეხება.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ორი შეხვედრა გამართა. პირველ მატჩში ლევან მაისაშვილის გუნდი ავსტრალიასთან 35:15 დამარცხდა, მეორე შეხვედრაში კი პორტუგალიის ნაკრებთან ფრედ, 18:18 ითამაშა. საქართველოს ნაკრებისა და ფიჯის შეხვედრა შაბათს, 30 სექტემბერს, საქართველოს დროით 19:45 საათზე დაიწყება.