ტორინო, საბა საზონოვი
Aa
Aa

საზონოვის აღიარება - ქომაგებმა ლაციოსთან მატჩში საუკეთესოდ დაასახელეს

ტურინულმა გამოცემამ, Toro News-მა ქომაგთა შორის გამოკითხვა ჩაატარა „ლაციო’’ – „ტორინოს’’ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენად. საუკეთესოდ საბა საზონოვი დაასახელეს, რომელმაც იტალიურ კლუბში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. საბამ ქომაგთა 140 ხმა მიიღო, რაც 51, 28 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზე ადრიან ტანეზე გავიდა - 84 ხმა (30,77%), მესამეზე ალესანდრო ბონჯორნო - 67 ხმა 24,54%.

იტალიური მედიის ინფორმაციით, სერია ა-ს შემდეგ ტურში საბა საზონოვი „ტორინოს’’ სასტარტო 11-ეულში ითამაშებს, „ტორინო'' „ვერონას'' მიიღებს (2 ოქტომბერი, 20:30).

Tuttomercatoweb-ი საზონოვის შესახებ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას საზონოვი „სასუოლოში'' გადასვლასთან ახლოს იყო, თუმცა პრობლემა წარმოიშვა. „სასუოლოს'' მფლობელი და მთავარი სპონსორი, კომპანია Mapei რუსულ კლუბებთან არ თანამშრომლობს. „სასუოლოს'' ხელმძღვანელები ერთადერთ გამოსავალს იმაში ხედავდა, რომ ფეხბურთელი დროებით სხვა გუნდში გადასულიყო და შემდეგ „სასუოლო'' შეიძენდა. ამ ვითარებით „ტორინომ'' ისარგებლა, მოსკოვის „დინამოს'' ტრანსფერზე შეუთანხმდა და საბოლოოდ საბა ტურინული კლუბის ფეხბურთელი გახდა.

შეგახსენებთ, საზონოვმა „ლაციოს“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ითამაშა და 26-ე წუთზე, ალესანდრო ბუონჯორნო ჩაანაცვლა, რომელმაც კუნთი იტკინა. იტალიური პრესის ინფორმაციით, ბუონჯორნოს ტესტები ხვალ ჩაუტარდება და ზუსტად გაირკვევა, რამდენი ხანი გაუცდება. Sport Italia-ს მიხედვით, „ტორინოში“ ოპტიმისტური განწყობა არაა. „გრანატაში“ ვარაუდობენ, რომ მას რამდენიმე კვირა გაუცდება და ოქტომბრის სანაკრებო პაუზის შემდეგ დაბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები