ნიცა, ალექსის ბეკა ბეკა
Aa
Aa

ხიდიდან ხტებოდა - ნიცას ფეხბურთელს თვითმკვლელობა გადააფიქრებინეს

ფრანგული მედიის ინფორმაციით, ნიცას 22 წლის ფეხბურთელი ალექსის ბეკა ბეკა თვითმკვლელობით იმუქრებოდა, ხიდიდან გადახტომას აპირებდა, საქმეში სამართალდამცავები, მეხანძრეები და ფსიქოლოგოები ჩაერთვნენ და მოთამაშე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, ფეხბურთელმა თვითმკვლელობაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც მეგობარ გოგოს დაშორდა.

გამოცემა BFM-ის ცნობით, ბეკა ბეკამ მანქანა გააჩერა, გადმოვიდა და ბარიერზე აძვრა. ხიდის სიმაღლე დაახლოებით 100 მეტრია. სამართალდამცავებმა მისი ვინაობა ავტომობილის ნომრით დაადგინენს.

„ნიცამ’’ პარასკევს დაგეგმილი ფრანჩესკო ფარიოლის(მთავარი მწვრთნელი) პრესკონფერენცია გააუქმა.

22 წლის ალექსის ბეკა ბეკა „კაენის'' აღზრდილია. მას „კაენსა'' (2019-21) და მოსკოვის „ლოკომოტივში'' (2021-22) უთამაშია. 2022 წლის ზაფხულიდან „ნიცას'' ფეხბურთელია.

ამპლუით საყრდენმა, რომელიც ასევე მარჯვენა მცველის პოზიციაზე გამოდის, გასულ სეზონში ფრანგული კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 22 მატჩში 1 გოლი შეაგდო. მიმდინარე სეზონში არ უთამაშია, ლიგა 1-ის 6 ტურიდან მხოლოდ ორ შეხვედრაში მოხვდა განაცხადში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები