ხვიჩა კვარაცხელია, ფრანჩესკო გრაციანი, პაოლო დი კანიო
Aa
Aa

ნერვული აფეთქებით ითამაშა - გრაციანი და დი კანიო კვარაზე

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და „რომას’’ ყოფილმა ფეხბურთელმა, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონმა ფრანჩესკო გრაციანიმ Radio Goal-თან ინტერვიუში ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

„კვარაცხელია დაბრუნდა. შეწუხებული ვიყავი, მის სახეზე ღიმილს ვერ ვხედავდი. „ნაპოლის’’ პერფორმანსი ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. აღფრთოვანებული ვარ „ნაპოლის’’ თამაშით, როგორი ფეხბურთიც „უდინეზესთან’’ მატჩის ბოლომდე აჩვენეს და ასე გაიმარჯვეს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ რუდი გარსიამ და გუნდმა შეხვედრის წერტილი იპოვეს, საერთო ენა გამონახეს’’.

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი პაოლო დი კანიო კვარაცხელიაზე: „კვარაცხელიამ ნერვული აფეთქებით ითამაშა,  ბურთს საოცარი ძალით არტყამდა, შემდეგ მან გაიტანა, მეკარე ელეგანტური შეხებით მოატყუა. ეს ფეხბურთელის თვისებაა, როცა მეტოქე შეცდომას უშვებს და ამ შეცდომას ისეთი სიზუსტით იყენებს, როგორიც აქამდე არ გინახავს’’.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ 26-მატჩიანი უგოლო სერია „უდინეზესთან'' შეწყვიტა. აღნიშნულ შეხვედრაში გოლი გაიტანა, საგოლე პასი შეასრულა და პენალტი მოიპოვა.

მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით ხვიჩა კვარაცხელიამ 6 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 1 გოლი და 2 საგოლე პასია.

6 ტურის შემდეგ „ნაპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 11 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფება. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს მომდევნო შეხვედრა 30 სექტემბერს, სტუმრად „ლეჩესთან“ ელის. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები