EXCLUSIVE | „ზუსტად ახლაა საჭირო ერთობა და თანადგომა“ - დავით კაჭარავა ბორჯღალოსნებზე
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე მატჩისთვის ემზადება.
30 აგვისტოს, „ბორჯღალოსნები“ ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, მატჩი ბორდოში, „მატმუტ ატლანტიკზე“ გაიმართება. საქართველოს ნაკრები ახლა შეხვედრის მასპინძელ ქალაქში იმყოფება და თამაშისთვის ადგილიდან ემზადება. ბორდოში იმყოფება კრისტალსპორტის ჯგუფიც, რომელიც საქართველოს ნაკრების სასტუმროსთან ჩვენი გუნდის ლეგენდარულ მორაგბეს, დავით კაჭარავას შეხვდა და მასთან ექსკლუზიური კომენტარი ჩაწერა.
დავით კაჭარავა:
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ტურნირზე ორი შეხვედრა გამართა. პირველ მატჩში ლევან მაისაშვილის გუნდი ავსტრალიასთან 35:15 დამარცხდა, მეორე შეხვედრაში კი პორტუგალიის ნაკრებთან ფრედ, 18:18 ითამაშა.
საქართველოს ნაკრებისა და ფიჯის შეხვედრა შაბათს, საქართველოს დროით 19:45 საათზე დაიწყება.
ირაკლი გოგვაძე სპეციალურად კრისტალსპორტისთვის საფრანგეთიდან