ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„რა დიდებული ხარ კვარა! დაფიქრდი, რა ბედნიერია ახლა ის ბავშვი...“

ხვიჩა კვარაცხელიას მშრალი სერიის დასრულებას იტალიურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ხვიჩას დიდებულმა წარმოდგენამ ყველა აღაფრთოვანა და შესაბამისი სტატიებიც მიუძღვნეს. დღეს კი Corriere dello Sport-ის ჟურნალისტმა ანტონიო ჯორდანომ, ხაზი გაუსვა გოლის აღნიშვნისას კვარას ლამაზ ჟესტს, როცა მან გოლი ბურთის მომტან ბავშვთან ერთად იზეიმა.

„რა დიდებული ხარ კვარა! მეტი, ვიდრე გოლი! შენი ლამაზი გულწრფელობით, შენი უბრალოებით, შენი ბავშვური გამომეტყველებით, შენი ბედნიერებით.

დაფიქრდი, რა ბედნიერია ახლა ის ბავშვი, რომელსაც თავისი პატარა სახე შენს ხელებში ჰქონდა. 192 დღე უგოლოდ, მაგრამ ახლა ეს ვის აინტერესებს, არა კვარა?“

- წერს ანტონიო ჯორდანო.

კვარა მატჩის შემდეგ:

„რა თქმა უნდა, გოლი დიდი ხანია არ გამიტანია. ეს გრძნობა მენატრებოდა, მაგრამ ფეხბურთში ეს ყოველთვის შეიძლება მოხდეს და ამ ფაქტმა გაგანერვიულოს. მე დავბრუნდი და ბედნიერი ვარ, რადგან გუნდისთვის კარგი რაღაცები გავაკეთე. ასე გვსურს გაგრძელება.

რა შეიცვალა ამ დღეებში? არ ვიცი. უბრალოდ რამდენიმე თამაშის შემდეგ მივხვდი, რომ მოგება გვჭირდებოდა. „სასუოლოსთან“ მატჩის შემდეგ, მწვრთნელს ვესაუბრეთ, ასევე ვესაუბრეთ ერთმანეთს და მივხვდით, რომ ამ გზით უნდა გვეთამაშა.

ჩვენ ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი გვყავს და არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს. ჩვენ დავბრუნდით და ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასე გავაგრძელოთ“.

ხვიჩა VS უდინეზე - ყველა მომენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარამ თავისი გოლით დრო გააჩერა“ - რას წერს იტალიური პრესა
„კვარამ თავისი გოლით დრო გააჩერა“ - რას წერს იტალიური პრესა