ლაციო, ტორინო, საბა საზონოვი
Aa
Aa

“იმობილეს შეუტია, ცუდი დასაწყისი არ ჰქონდა“ - იტალიური მედია საზონოვზე

სერი ა-ში კიდევ ერთი ქართველის დებიუტი შედგა. საბა საზონოვმა „ტორინოს“ შემადგენლობაში „ლაციოს“ წინააღმდეგ ითამაშა.

„ჯვაროსნების“ უკანახაზელი მატჩში 27-ე წუთზე ბონჯორნოს ტრავმის შემდეგ ჩაერთო და კარგი შთაბეჭდილება დატოვა. მისი თამაში მედიას არ გამოეპარა. სხვადასხვა გამოცემებმა საბა შეაქეს.

რას წერს Eurosport?

„იმობილეს შეუტია. 21 წლის ქართველს დებიუტი გახურების გარეშე ჰქონდა.“

რას წერს Toro.it?

„შესვლის მომენტიდანვე, „ტორინოს“ ყოფილი ფეხბურთელის წინააღმდეგ მოუწია თამაში. რიგ ეპიზოდებში უჭირდა, მაგრამ დამაჯერებელი იყო.“

რას წერს Toronews?

„მისი დებიუტი გახურების გარეშე შედგა. საზონოვს ასეთ მდგომარეობაში თამაში ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელთან მოუწია. საბამ 3-მცველიან სისტემაში ითამაშა და იმობილეს წინააღმდეგ კარგი შთაბეჭდილება დატოვა. საბოლოო ჯამში, ცუდი დასაწყისი არ იყო.“

საზონოვმა 4 საჰაერო დუელიდან 1 მოიგო, ხოლო პირისპირ მის წინააღმდეგ 3-ჯერ დარჩნენ და აქედან ორჯერ მოწინააღმდეგე შეაჩერა. ჯამში „ჯვაროსნების“ უკანახაზელი ბურთს 53-ჯერ შეეხო. გააკეთა 45 პასი და 42 ზუსტი იყო(93%).

ცნობისთვის, ამ მომენტისთვის, „ტორინო“ სერია ა-ს სატურნირო ცხრილში 8 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში ქართველი ფეხბურთელის გუნდი „ვერონას“ უმასპინძლებს.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარამ თავისი გოლით დრო გააჩერა“ - რას წერს იტალიური პრესა
„კვარამ თავისი გოლით დრო გააჩერა“ - რას წერს იტალიური პრესა