ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, რეალ სოსიედადი
Aa
Aa

მამარდაშვილს კარში ერთხელ დაურტყეს - ვალენსია სოსიედადთან დამარცხდა

ლა ლიგის მორიგ ტურში „ვალენსიამ“ „რეალ სოსიედადს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. როგორც ყოველთვის, ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა გიორგი მამარდაშვილი, თუმცა მას დღეს ბევრი საქმე არ ჰქონდა.

მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძლები დომინირებდნენ, მაგრამ გოლის გატანას ვერ ახერხებდნენ. გიორგის კარის ჩარჩოში „სოსიედადმა“ მხოლოდ ერთხელ დაარტყა და ისიც გოლით დასრულდა.

სტუმართა მხრიდან თავი 32-ე წუთზე კარლოს ფერნანდესმა გამოიჩინა. სხვა მხრივ, „სოსიედადს“ მამარდაშვილი დიდად არ შეუწუხებია.

გაშვებულ გოლამდე და გოლის შემდეგ, უპირატესობას „ღამურები“ ფლობდნენ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს.

შეგახსენებთ, ამ მატჩის შემდეგ, „ვალენსიას“ 10 ქულა დარჩა და სატურნირო ცხრილში მე-8 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში „ღამურები“ „ბეტისს“ ესტუმრებიან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ხვიჩამ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო
Sofascore - ხვიჩამ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო