“მე დავბრუნდი და ბედნიერი ვარ“ - ხვიჩა უდინეზესთან მატჩის შემდეგ
სერია ა-ს მორიგ ტურში „ნაპოლიმ“ „უდინეზეს“ უმასპინძლა და 4:1 გაანადგურა. „პარტენოპეის“ შესანიშნავი მატჩი ჰქონდა და გამოსარჩევი ხვიჩა კვარაცხელია იყო.
ქართველმა ფეხბურთელმა პენალტი მოიპოვა, 6-თვიანი პაუზის შემდეგ გოლი გაიტანა და ასევე საგოლე გადაცემაც შეასრულა.
მატჩის დასრულების შემდეგ, ქართველი ფეხბურთელი გამოცემა DAZN-ს ესაუბრა.
ხვიჩა:
„რა თქმა უნდა, გოლი დიდი ხანია არ გამიტანია. ეს გრძნობა მენატრებოდა, მაგრამ ფეხბურთში ეს ყოველთვის შეიძლება მოხდეს და ამ ფაქტმა გაგანერვიულოს. მე დავბრუნდი და ბედნიერი ვარ, რადგან გუნდისთვის კარგი რაღაცები გავაკეთე. ასე გვსურს გაგრძელება."
რა შეიცვალა ამ დღეებში? არ ვიცი. უბრალოდ რამდენიმე თამაშის შემდეგ მივხვდი, რომ მოგება გვჭირდებოდა. „სასუოლოსთან“ მატჩის შემდეგ, მწვრთნელს ვესაუბრეთ, ასევე ვესაუბრეთ ერთმანეთს და მივხვდით, რომ ამ გზით უნდა გვეთამაშა.
ჩვენ ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი გვყავს და არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს. ჩვენ დავბრუნდით და ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასე გავაგრძელოთ.“
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას 19 მარტის შემდეგ გოლი არ ჰქონდა გატანილი. დღევანდელ დღემდე, ქართველმა ვარსკვლავმა უკანასკნელად „ტორინოს“ კარი აიღო. ასევე შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში, „კვარას“ ანგარიშზე ერთ გოლთან ერთად ორი საგოლე პასია.