ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

19 მარტის შემდეგ - კვარაშოუ დაბრუნდა! ხვიჩას გოლი და საგოლე გადაცემა

სერია A-ს მე-6 ტურში „ნაპოლიმ“ „უდინეზეს“ უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში იმყოფებოდა და საკმაოდ ნაყოფიერი მატჩიც ჩაატარა. ქართველი მოედანზე პირველივე წუთებიდანვე აქტიური იყო და მალე პენალტიც მოიპოვა, რომელიც გოლად პიოტრ ზიელინსკიმ აქცია.

კვარამ პირველ ტაიმში რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი შექმნა და მოედანზე ცალსახად ყველაზე აქტიური იყო.

მეორე ტაიმში ხვიჩამ აქტიურობა გააგრძელა და მონატრებული ძველი „კვარა“ დაგვიბრუნა, რომელმაც 74-ე წუთზე მცველს ბურთი მოჰპარა და მეკარეს თავზე გადაუგდო - ეს იყო გოლი შედევრი, გოლი 19 მარტის შემდეგ, რომელსაც ყველანი ასე დიდხანს ველოდით.

81-ე წუთზე სამარჯიჩმა ულამაზესი სოლორეიდით ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა კვარაცხელიამ 74-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან საგოლე გადაცემით სიმეონე მოამარაგა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა - 4:1

ხვიჩამ მატჩში როგორც მოსალოდნელი იყო whoscored-ის ვერსიით ყველაზე მაღალი შეფასება 9.7 დაიმსახურა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

აღსანიშნავია, რომ „უდინეზე“ საკმაოდ ცუდ ფორმაშია და ანდრეა სოტილის გუნდი ამ ტურამდე 3 ფრით, 3 მარცხითა და 0 მოგებით მე-18 პოზიციაზე იმყოფება. დღემდე კი მხოლოდ 1 გოლი ჰქონდათ გატანილი. გარდა ამისა უდინელებს ტრავმების გამო ერთბაშად 9 მოთამაშე აკლდათ და ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

რაც შეეხება სატურნირო ცხრილს, „ნაპოლი“ ამ მოგებით 11 ქულით მე-5 პოზიციაზე იმყოფებიან. ლიდერებთან „მილანთან“ და „ინტერთან“ ჩამორჩენა 4 ქულაა.

მე-7 ტურში „ნაპოლი“ 30 სექტემბერს სტუმრად „ლეჩეს“ (17:00) დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ოსიმენი ჩელსიში უნდა წავიდეს“ - იტალიური მედიის ანალიზი
“ოსიმენი ჩელსიში უნდა წავიდეს“ - იტალიური მედიის ანალიზი